Sunday, September 27, 2015

კურსის რეფლექსია

ეს ტრენინგი მნიშვნელოვანი იყო იმით რომ დაგვეგეგმა პროექტით სწავლება .რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეების სწავლების პროცესში ჩართულობის შესაძლებლობას.პროექტებით სწავლებამ გამიღვივა სურვილი ხშირად გამოვიყენო მუშაობაში რადგან მოსწავლეები ისწავლიან კვლევას წერით და აზროვნებითი უნარ-ჩვევებს.ვაწარმოეთ ჩვენი პორთფოლიო.

Saturday, September 26, 2015

8 დღე

 7-8 მოდულში განვიხილეთ როგორ შევქმნათ სასწავლო გარემო.პროექტებზე დაფუძნებული სწავლების წარმართვისას,ასევე ვიმსჯელეთ როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ჩვენი პროდუქტიულობის გაზრდისა და სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებისათვის .ამავე მოდულის ფარგლებში ჩვენ შევქმენით დოკუმენტური პრეზენტაცია. 

Saturday, September 19, 2015

<iframe src="https://docs.google.com/document/d/1yDukTuvcpQeK4fSrhuL3zEUdvlUbebQ9-AY9iS7ZnhE/pub?embedded=true"></iframe>

ღონისძიება ,,გაზაფხული შემოსულა ლენ '' კლასი მე-2

 ბავშვებმა გააცოცხლეს გაზაფხულის მახარობელი ყვავილები,წარმოთქვეს ლექსები და სიტყვები...


მეშვიდე დღე


                                                   
ამ მოდულში გავეცანით რუბრიკების გამოყენებას, ,ქულების მინიჭების სქემები და ჩეკლისტები შინაარსის ათვისების ,21  -ე საუკუნისა და მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებისათვის ,ჩვენს პროექტზე მუშაობისას .შევიმუშავეთ  შეფასებების გეგმა და გამოვიყენეთ პროექტის შეფასების ფორმები ინტელის საგანმანათლებლო სახელმძღვანელოდან.

Saturday, September 12, 2015

მეექვსე დღე

მეოთხე მოდულში შევქმენით მოსწავლის პრეზენტაციის და ბლოგის ნიმუშების სასწავლო მიზნები.შექმნილი  სასწავლო ნიმუშები  შევაფასეთ პორტფოლიოს რუბრიკაში წარმოდგენილი კითხვების გამოყენებით და განვაახლეთ პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია მომდევნო მოდულის "დაფიქრდი ,გაუზიარე" აქტივობისათვის. 

Friday, September 11, 2015

მეხუთე დღე

ამ მოდულში შევისწავლეთ პრეზენტაციისა და მოსწავლეთა საჭიროებების მოკვლევის მიზნით შექმნილი შეფასების გაზიარება.მიზანი კი ის არის რომ განვსაზღვროთ თუ როგორ მოვარხერხებთ ჩვენს სასწავლო პროექტში 21 საუკუნის უნარების ინტეგრირებას.განვიხილეთ სასარგებლო ვებ საიტების ეფექტურად მოძიებისა და მათი შეფასების მეთოდები. ვებსაიტების საავტორო უფლებები და მათი კანონიერი გამოყენება ინფორმაციის შემდეგ.

Tuesday, September 8, 2015

მეოთხე დღე

მეოთხე დღეს ვისწავლეთ სასწავლო გეგმაზე მუშაობა .გამოვავლინეთ  სტანდარტით განსაზღვრული შედეგები .მათზე დაყრდნობით დავისახეთ სასწავლო მიზნები.გამოვყავით მცნებები,რომლისგანაც გამოიკვეთა საკვანძო კითხვები .შევქმენით შეფასების რუბრიკა,რომელთა მეშვეობითაც ფასდება მოსწავლეთაწინარე ცოდნა იზომება მოსწავლეთა საჭიროებები.

Sunday, September 6, 2015

მესამე დღეს მეორე მოდულში ჩვენ შევისწავლეთ ,პროექტების გეგმაზე მუშაობა.გამოვავლინეთ სტანდარტით განსაზღვრული შედეგები.ვიმუშავე მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე.

Friday, September 4, 2015

1-2დღის რეფლექსია

კომპიუტერული ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენებით ,ინტელის ძირითადი კურსი დაგვეხმარება მოსწავლეთა წარმოსახვის შემოქმედებითი უნარების წახალისებასა და საბოლოოდ უკეთესი სასწავლო შედეგების მიღწევაში.