ქართული ენის წრე
სკოლის სახელწოდება
|
სსიპ .ქობულეთის მუნ. სოფელ ცეცხლაურის #1 საჯარო
სკოლა.
|
საგანი
|
ქართული ენა და ლიტერატურა
|
სამიზნე ჯგუფი
|
II
-კლასი
|
კურსის ხანგრძლივობა
|
II-სემესტრი
|
გაკვეთილების ხანგრძლივობა
|
45-წთ.
|
გაკვეთილების სავარაუდო ვადები
|
იანვარი ,თებერვალი,მარტი ,აპრილი,მაისი,ივნისი
|
პრაქტიკაში ჩართულ მოსწავლეთა რაოდენობა
|
15-მოსწავლე
|
მ ი ზ ა ნი
|
წრის მუშაობის მიზანია ქართულ ენასა და
ლიტერატურაში მოსწავლეებმა წაიკითხონ ლიტერატურული ტექსტები ,გააანალიზონ თუ
როგორ უნდა გამოიყენონ შესწავლილი თემები პრაქტიკაში და ასევე ყოველდღიურ
ცხოვრებაში. ლიტერატურული ტექსტის შესწავლით მოსწავლეებს შევაყვარებ და
წიგნის კითხვის ინტერესს გავუღვივებ, ასევე წაიკითხავენ და
ისაუბრებენ ისტორიულ ნაწარმოებებზე, ლეგენდებზე, მითებზე, შევეცდები კომპიუტერით
ვაჩვენო ისტორიული ფილმი ,,მამლუქი“ ასეთი მუშაობა მოსწავლეებს ხელს შეუწყობს
სხვადასხვა სახის უნარ-ჩვევის განვითარებაში. მოსწავლეები იმუშავებენ ჯგუფებთან,
რაც ხელს შეუწყობს თანამშრომლობით უნარების განვითარებას, ასევე იმუშავებენ
სააზროვნო უნარების ტესტურ სავარჯიშოებზე, რომელიც განუვითარებს ტექსტის
კითხვის, აღქმის, გააზრების უნარს. იმუშავებენ კროსვორდების შევსებაზე და
გააკეთებენ პრეზენტაციებს.
|
მოსალოდნელი შედეგები
|
მოსწავლეები შეძლებენ ტექსტის კითხვას, წერას,
გაგება-გააზრებას, გადმოცემას ,დაინტერესდებიან კროსვორდის, ანდაზების,
გამოცანების და სხვა სახალისო დავალებების შესრულებით. შეასრულებენ პრაქტიკულ
სავარჯიშოებს, დააკავშირებენ სხვადასხვა სახის თემებს ერთმანეთთან. შეძლებენ
ტესტური სავარჯიშოების შესრულებას, შეეცდებიან შესწავლილი თემების პრაქტიკაში
გამოყენებას.
|
მეთოდოლოგია
|
თამაშით სწავლება, კითხვა- პასუხი, ჯგუფური,
ინდივიდუალური.
|
კურსის მოკლე დახასიათება
|
კურსის ფორმებში მოსწავლეები, უფრო ღრმად
შეისწავლიან ლიტერატურული ტექსტის წაკითხვას, მოსმენას, გაგება-გააზრებას და
მათი შინაარსის გადმოცემას. ისინი შეძლებენ თამაშ-თამაშით კროსვორდების
გამოცნობას, დაშლილი ტექსტის გამთლიანებას.
|
აქტივობების საათობრივი გაწერა
|
I-გაკვეთილი.
ტესტირება.
II -გაკვეთილი
ლიტერატურული ტექსტის წაკითხვა, გაანალიზება.
“სულხან -საბა ორბელიანის სიბრძნე-სიცრუისა“.
III გაკვეთილი
კროსვორდების შედგენა (ჯგუფებში შეჯიბრის სახით).
IV-_გაკვეთილი
ტესტირება
V-გაკვეთილი
ჯგუფური მუშაობა დაშლილი ტექსტის აწყობა-გამთლიანება.
პრეზენტაციის გაკეთება ჯგუფის წევრებისგან.
VI_ გაკვეთილი
ჯგუფური მუშაობა (შეჯიბრის სახით)ვინ მეტი
გამოცანა ან ანდაზა იცის. უცნობი ტექსტის წაკითხვა წასაკითხად ეძლევათ 3-წთ.
VII-გაკვეთილი
ინდივიდუალური მუშაობა წერითი დავალება, თითოეულ
მოსწავლეს ეძლევა საშუალება ამ დავალებებიდან აირჩიონ ერთ-ერთი თემის სათაური და
დაწერონ პატარა მოთხრობა: 1. მე და ჩემი ამხანაგები. 2. ჩემი საკლასო ოთახი. 3.
ერთი მნიშვნელოვანი დღე ჩემს კლასელებთან ერთად.
VIII - გაკვეთილი
ტესტირება
IX- გაკვეთილი
ხალხური ზღაპრების წაკითხვა დაკვირვება.
X - გაკვეთილი
დახატონ წაკითხული ზღაპრებიდან თავისი საყვარელი
პერსონაჟი და დაახასიათონ. ინდივიდუალურად.
XI - გაკვეთილი
ქართული მხატვრული ფილმის ჩვენება
XII - გაკვეთილი
ტესტირება
XIII -გაკვეთილი
ბუნებრივი და ხელოვნური მოვლენები.
XIV - გაკვეთილი
ჩამოაყალიბონ წელიწადის რომელი დროა ახლა და რა
მოვლენები ახასიათებთ
XV - გაკვეთილი
გრამატიკულ ერთეულებზე მუშაობა, ზმნა, რიცხვითი
სახელი, არსებითი სახელი.
XVI - გაკვეთილი
ტესტირება
XVII - გაკვეთილი
წრის მუშაობის შეჯამება.
|
რესურსი
|
თვალსაჩინოება, დაფა, ცარცი, კომპიუტერი,პროექტორი,
სავარჯიშო ტესტები, ფერადი ფანქრები, თაბახი.
|
ლიტერატურა
|
· ისტორიული ლეგენდები
· ტესტური სავარჯიშოები
· საბავშვო საკითხავი ლიტერატურა
· სააზროვნო და სახალისო ტექსტები
· ანდაზები, აფორიზმები, კროსვორდები, გამოცანები.
|
შეხვედრის განრიგი
|
30.01.2019, 6.02.2019. 13.02.2019. 20.02.2019.
27.02.2019. 6.03.2019. 20.03.2019. 3.04.2019.
10.04.2019. 17.04.2019. 24.04.2019. 8.05.2019. 15.05.2019. 22.05.2019. 29.05.2019. 5.05.2019.
12.05.2019.12.06.2019
|
წრის რეფლექსია ქართულ ენასა და ლიტერატურაში. მასწავლებელი: ჟულიეტა სურმანიძე
იანვარი 30,2019
ქართული
ენის
წრის
მუშაობის
რეფლექსია
2018-2019 სასწავლო წლის 30
იანვრიდან 12 ივნისის ჩათვლით ვხელმძღვანელობდი
ქართული ენის წრეს. წრის შესახებ ინფორმაცია
დროულად იყო ხელმისაწვდომი
ყველა დაინტერესებული
პირისათვის.
წრეში გაერთიანებული
იყო მე-2 კლ-ის 15მოსწავლე. შევადგინე სამუშაო პროგრამა მოსწავლეთა
ინტერესებიდან
გამომდინარე,
რომელიც შესაბამისობაში
იყო ესგ-თან. წრის შექმნის შესახებ გამოვაქვეყნე
სოციალურ ქსელში საკუთარ ბლოგზე: https://www.blogger.com/blogger.g?tab=mj&blogID=7581733432752295026#allposts
წრის
მუშაობის მიზანი იყო საგაკვეთილო
პროცესში მიღებული ცოდნის გაღრმავება,სხვადასხვა
ტიპის ტექსტის შექმნისას და ზეპირი მეტყველების
დროს ენობრივ-გრამატიკული
სტრუქტურებისა
და ხერხების მართებულად
გამოყენება.
პროგრამით
გათვალისწინებული
თემა „ზმნა და ზმნის ფორმები, “ჩემი აზრით, აქტუალური და მნიშვნელოვანი
იყო, რადგან წერითი და ზეპირი მეტყველების
დროს მოსწავლეებს
უჭირთ ენის ნორმების დაცვა, რაც უარყოფითად
აისახება მათ შედეგებზე ოლიმპიადებსა
თუ გამოცდებზე.
შევეცადე
მოსწავლეებისათვის
სასწავლო გარემო ყოფილიყო მშვიდი, კეთილგანწყობილ
ურთიერთობებზე
აგებული, აგრეთვე ვცდილობდი, მრავალფეროვანი
და საინტერესო
აქტივობებით
ყოველი მეცადინეობა
ყოფილიყო ცოდნის გაღრმავებისა
და ახალი უნარების შეძენისა, რაც ვფიქრობ, გამომივიდა.
მეცადინეობებზე
ვიყენებდი რესურსს, სქემების სახით, რომელიც ხელმისაწვდომი
იყო ყველასათვის.
ტესტირებებით
ვამოწმებდი
წინა მეცადინეობაზე
მიღებულ ცოდნას. ეს აქტივობა განსაკუთრებით
მოსწონდათ მოსწავლეებს
და ინტერესით ელოდნენ შედეგებს. ვმუშაობდით
როგორც ჯგუფებში, ასევე წყვილებში და ინდივიდუალურად.
წრის მუშაობით დაინტერესებულნი
იყვნენ მშობლებიც. მათ სურვილი გამოთქვეს, რომ კარგი იქნებოდა, თუ მომავალშიც
გაგრძელდებოდა
ამ კუთხით მუშაობა.
მართალია, მუშაობა ხალისიანად,
შინაარსიანად
და ინტერესით მიმდინარეობდა,
მაგრამ ზმნის ზოგიერთი ფორმის გაგება ცოტა ბუნდოვანი დარჩათ მოსწავლეებს.
მომავალში შევეცდები უფრო მრავალფეროვანი
აქტივობებით
წარვმართო ჩემი მუშაობა.