1.გაკვეთილის თემა
ჯადოსნური ანბანი, ასო-ბგერა "გ" ,საკითხავი ტექსტი "გემი"
2.სწავლების საფეხური და კლასი
დაწყებითი საფეხური , I კლასი
3.მასწავლებლის სახელი და გვარი: ჟულიეტა სურმანიძე
4.მოსწავლეთა რაოდენობა: 12 მოსწავლე
5. განსაკუთრებული მიდგომების საჭიროებების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი:
კლასში არ არის ასეთი მიდგომისა და პროფილის მქონე არც ერთი მოსწავლე
6 გაკვეთილის სასწავლო მიზნები:
"გ" ასო-ბგერის გაცნობა, მისი კითხვა და წერა. მეტყველებისა და აზროვნების განვითარება. სწორი კითხვის ჩვევის დაუფლება. საკუთარი აზრის დასაბუთება, გრაფიკული ჩვევების დაუფლება.
7.ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები:
გაკვეთილის სასწავლო მიზანი შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივი პროგრამის შედეგებსა და ინდიკატორებს.I.3.1მკაფიოდ გამოთქვამს ბგერას სიტყვაში. I.3.4. წინადადების დასრულებას გამოხატავს პაუზით და შესაბამისი ინტონაციით.I.4.3. სვამს/პასუხობს შეკითხვებს მოსმენილ ტექსტთან დაკავშირებით.I.6.1. განარჩევს თანხმოვან და ხმოვან ასოებს ერთმანეთისაგან. I.7.7.კითხულობს ხმამაღლა, დამარცვლით და მთლიანი სიტყვებით,თავადვე ასწორებს კითხვის დროს დაშვებულ შეცდომებს.
8 თანმიმდევრობა (აქტივობები და დრო)
მოსწავლეებს ვაცნობ გაკვეთილის მიზანს და ვსაუბრობ შეფასების კომპონენტებზე.
აქტივობა№1
დაფაზე მოცემულია არეული მარცვლები(შესწავლილი ასო-ბგერების გამოყენებით), რომელის ქვეშაც იმალება ახალი გაკვეთილის თემა - ასო-ბგერა ,,გ’’. მოსწავლეები წყვილებში შეადგენენ სიტყვებს მოცემული მარცვლების გამოყენებით, ჩამოხსნიან და გამოჩნდება ,,დამალული’’ ასო-ბგერა ,,გ’’.
აქტივობა№3
კომპიუტერისა და პროექტორის
გამოყენებით მოსწავლეებს ვაჩვენებ ხმოვან ანბანს,"გ" ასო-ბგერის წერას. ასევე იმ საგნების ფოტოებს, რომელთა სახელწოდება ) იწყება "გ" ასო-ბგერაზე. თვითონაც გაიხსენებენ გ ასო-ბგერით დაწყებულ სიტყვებს, ასევე სიტყვებს რომლებიც შეიცავენ,, გ’’ ასო-ბგერას.(5წთ)
აქტივობა№4
მოსწავლეები ტაქტის ხერხით აფერადებენ გასაფერადებელ ასოებს და მარცვლებს.
აქტივობა№5
შევადგენთ მარცვლებს გ ასო-ბგერის გამოყენებით .
თამაში:,, დაიმალა მარცვალი/დაიმალა სიტყვა’’
მოსწავლეებს ვუჩვენებ თაბახის ფურცელზე ამობეჭდილ რამდენიმე სიტყვას/მარცვალს. შემდეგ დავმალავ ერთს და უნდა მიხვდნენ რომელი მარცვალი/სიტყვა დავმალე.
თამაში:,,მარცვლები და სიტყვები წრეში’’
ფორმატზე ამობეჭდილი მარცვლები და სიტყვები იატაკზე წრეზეა დაფენილი, მოსწავლეები გამოდიან, დგებიან წრეზე, ერთ-ერთი მოსწავლე ხტუნვით გადაადგილდება და რომელ მარცვალზეც/სიტყვაზეც შეჩერდება კითხულობს, თუ შეცდომა დაუშვა წრეზე მდგომი მოსწავლეები უსწორებენ.
ვსწავლობთ ჩქარსათქმელს ასო-ბგერა ,,გ’’-ზე.
მოსწავლეებს ვუკითხავ გამოცანას გემზე.
აქტივობა№6
,,ჭკვიანი დაფის’’ საშუალებით მოსწავლეებს ვაჩვენებ სლაიდ შოუს გემის შესახებ.
აქტივობა№7
სანამ ტექსტის კითხვაზე გადავალ ,,სიტყვის სკივრიდან’’ ამომაქვს ახალი ლექსიკური ერთეულები და ვაცნობ მათ
წავიკითხავ ტექსტს "გემი", ავხსნი ახალ სიტყვებს უკვე წინადადების კონტექსტშიც განვიხილავთ და მოსწავლეებს ვავარჯიშებ მათ მართლწარმოთქმაში.
აქტივობა№8
ახლად შესწავლილი ლექსიკური ერთეულების გამოყენებით მოსწავლეები შეადგენენ წინადადებებს.
აქტივობა№9
ტექსტის დასამუშავებლად ვიყენებთ სტრატეგიებს: ,,ექო -მკითხველი’’: ლიდერი კითხულობს თოეულ სტრიქონს, ხოლო ჯგუფი იმეორებს იმ სტრიქონს/წინადადებას, რომელიც ლიდერმა წაიკითხა; ,,გუნდური კითხვა’’: ბავშვები და მასწავლებელი უნისონში კითხულობენ, ჯერ მასწავლებელი კითხულობს, შემდეგ ბავშვები მასთან ერთად, ხმამაღლა.
,,ბავშვი-უფროსის კითხვა’’: ბავშვი და უფროსი ერთმანეთს ენაცვლებიან კითხვაში.
,,წყვილებში კითხვა’’:
მიზანი: გამოცდილი მკითხველის მიერ სუსტი მკითხველისათვის დახმარების გაწევა
პროცედურა: ერთდროულად, ხმამაღლა კითხვა ან შენაცვლებით კითხვა: პირველი მკითხველი კითხულობს რაიმე ნაწყვეტს, მეორე კი აგრძელებს კითხვას იქიდან, სადაც პირველი მკითხველი გაჩერდა.
,,მეგობრული კითხვა’’
მიზანი: ორი ერთნაირი სიძლიერის მკითხველისთვის უკეთესი შედეგების მიღწევაში ხელშეწყობა.
პროცედურა:იგივე, რაც წყვილებში კითხვის შემთხვევაში.
აქტივობა№10
კითხვები ტექსტის გასააზრებლად. მოსწავლეები ტექსტში მოძებნიან კითხვებზე პასუხს.. ასევე ორ,სამ, ოთხ მარცვლიან სიტყვებს და ორ,სამ,ოთხ სიტყვიან წინადადებებს.(5წთ)
აქტივობა№11
წერა
ვწერ დაფაზე თვალსაჩინოდ გ ასო-ბერას, ვამახვილებთ ყურადღებას მის მოხაზულობაზე, ვიხსენებთ ქართულის ბადეს (მთავარი უჯრა, მთავარი უჯრის ზევით/ქვევით და ა.შ.)
მოსწავლეები თავად წერენ ამოწყებულ ასოებს, სიტყვებს, წინადადებებს.
წერენ დაფიდან/წიგნიდან/კარნახით ნაცნობ წინადადებებს.
დამატებითი აქტივობები:
აქტივობა№1
ილუსტრაციის მიხედვით მოთხრობის შედგენა და დასათაურება.
აქტივობა№2
თამაში: ,,მოიტაცე სიტყვები’’
აქტივობა№3
თამაში: ,,ვინ იქნება პირველი?’’
ორ ჯგუფად დაყოფილი მოსწავლეები ერთმანეთს ეჯიბრებიან ორმხრივ დაფაზე მოძრავი ანბანით წინადადებებისა და სიტყვების შედგენაში.
9.შეფასება
მოსწავლეებს შევაფასებ განმავითარებელი კომენტარებით და სიცილაკებით
შეფასების რუბრიკა (საანბანო პერიოდი)
კრიტერიუმები მაქსიმალური საშუალო დაბალი ჩართულობა
ყოველთვის აქტიურია და ჩართულია გაკვეთილის მსვლელობაში.
ნაკლებად ჩართულია გაკვეთილის პროცესში.
უჭირს გაკვეთილში ჩართულობა.
სავარჯიშოებზე მუშაობა
სწორად ასრულებს მითითებულ სავარჯიშოებს, მასწავლებლის ინსტრუქციებს.
სავარჯიშოების შესრულებისას ზოგჯერ უშვებს შეცდომებს.
სავარჯიშოების დამოუკიდებლად შესრულება უჭირს.მასწავლებლის დახმარებით ასრულებს სავარჯიშოებს.
საანბანო ლოტოზე მუშაობა
კარგად ფლობს ლოტოს მოხმარების წესებს. ადვილად ართმევს თავს სავარჯიშოებს.
ფლობს ლოტოს მოხმარების წესებს, მაგრამ სავარჯიშოების შესრულება უჭირს.
ვერ ფლობს ლოტოს მოხმარების წესებს,შესაბამისად ვერ ასრულებს სავარჯიშოებს.
10.საკლასო მენეჯმენტი/ საგანმანათლებლო რესურსი
სენსორული დაფა,, კომპიუტერი, სახელმძღვანელო, დაფა, მარკერი, გასაფერადებელი ასოები, სლაიდშოუ ,,გემი’’; სლაიდშოუ ,,ასო-ბგერა ,,გ’’ფურცლები, ორმხრივი დაფა მოძრავი ანბანით , ბარათები კარტის ზომის სიტყვებით, სიტყვების ყუთი, ილუსტრაცია ,,ცხოველები გემზე’’, პლაკატი - საკითხავი მასალა ,,გემი’’, თაბახის ფურცლებზე ამობეჭდილი მარცვლები, სიტყვები და წინადადებები და ა.შ.
ჟ.სურმანიძე
21.11.2021 წ.
შეფასების რუბრიკა
შეფასების კრიტერიუმი
|
დაბალი |
საშუალო |
მაღალი |
გაკვეთილზე ჩართულობა
|
არ არის სასწავლო პროცესში ჩართული. |
ვერ ახერხებს ყველა აქტივობაში ჩართვას. |
მაქსიმალურადაა ჩართული საგაკვეთილო მუშაობაში.
|
ჯგუფური მუშაობა
|
ყველა წევრი არ არის ჩართული. კამათობენ. არ უსმენენ
ერთმანეთს და არის ხმაური. არ იზიარებენ ერთმანეთის აზრს. |
უმრავლესობა ჩართულია, ხმაურობენ, ნაკლებად იზიარებენ
ერთმანეთის აზრს. |
ყველა მოსწავლე ჩართულია. უსმენენ ერთმანეთს და იზიარებენ
ერთმანეთის აზრს. |
პრეზენტაციის უნარი
|
ცდილობს წარმოადგინოს ნამუშევარი, თუმცა სათანადოდ
ვერ ახერხებს. |
შეუძლია ნამუშევრის წარდგენა. თუცა ვერ ახერხებს ყველა
კითხვაზე პასუცის გაცემას. |
აქვს პრეზენტაციის უნარი: არგუმენტირებული პასუხები კიითხვებზე. |
რეფლექსია
2021 წლის 21 ნოემბერს ჩავატარე
გაკვეთილი თემაზე: ჯადოსნური ანბანი, ასო-ბგერა "გ" ,საკითხავი ტექსტი
"გემი"
მიზნები
შეესაბამებოდა გაკვეთილის თემას. მოსწავლეები უნდა გაცნობოდნენ "გ" ასო-ბგერას,
შეძლებოდათ მისი კითხვა და წერა. უნდა მომხდარიყო მეტყველებისა და აზროვნების განვითარება.
სწორი კითხვის ჩვევის დაუფლება. საკუთარი აზრის დასაბუთება, გრაფიკული ჩვევების დაუფლება.
გაკვეთილზე
გამოვიყენე შემდეგი აქტივობები: წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით დაფაზე მოცემული
იყო არეული მარცვლები(შესწავლილი ასო-ბგერების
გამოყენებით), რომელის ქვეშაც იმალებოდა ახალი გაკვეთილის თემა - ასო-ბგერა
,,გ’’. მოსწავლეებმა წყვილებში შეადგინეს სიტყვები მოცემული მარცვლების გამოყენებით,
ჩამოხსნეს და გამოჩნდა ,,დამალული’’ ასო-ბგერა ,,გ’’.
მოსწავლეებში
ახალი მასალის ინტერესის გაღვივების მიზნით კომპიუტერისა და პროექტორის გამოყენებით
მოსწავლეებს ვაჩვენე ხმოვანი ანბანი,"გ" ასო-ბგერის წერა. ასევე იმ საგნების
ფოტოები, რომელთა სახელწოდება ) იწყება "გ" ასო-ბგერაზე. თვითონაც გაიხსენეს
გ ასო-ბგერით დაწყებულ სიტყვები, ასევე სიტყვები რომლებიც შეიცავენ,, გ’’ ასო-ბგერას.
მოსწავლეებმა ტაქტის ხერხით გააფერადეს გასაფერადებელი ასოები და მარცვლები. შევადგენეთ
მარცვლები გ ასო-ბგერის
გამოყენებით . მოსწავლეთა გახალისებს
მიზნით მოვაწყვეთ თამაში:,,
დაიმალა მარცვალი/დაიმალა სიტყვა’’. მოსწავლეებს ვუჩვენე თაბახის
ფურცელზე ამობეჭდილი რამდენიმე
სიტყვა/მარცვალი. შემდეგ დავმალე ერთი და უნდა
მიმხვდარიყვნენ რომელი მარცვალი/სიტყვა დავმალე. ასევე სახალისო
იყო თამაში:,,მარცვლები და სიტყვები წრეში’’.
ფორმატზე ამობეჭდილი მარცვლები და სიტყვები იატაკზე
წრეზე იყო დაფენილი,
მოსწავლეები გამოდიოდნენ, დგებოდნენ წრეზე, ერთ-ერთი მოსწავლე
ხტუნვით გადაადგილდებოდა და რომელ მარცვალზეც/სიტყვაზეც შეჩერდებოდა უნდა წაეკითხა, თუ შეცდომას დაუშვებდა
წრეზე მდგომი მოსწავლეები უსწორებდნენ.სანამ ტექსტის კითხვაზე გადავიდოდი ,,სიტყვის სკივრიდან’’ ამოვიღე ახალი ლექსიკური ერთეულები და გავაცანი მათ.
ტექსტის უკეთ გააზრების მიზნით გამოვიყენე სტრატეგიები:
,,ექო -მკითხველი’’: ლიდერი კითხულობს თოეულ სტრიქონს, ხოლო ჯგუფი იმეორებს იმ სტრიქონს/წინადადებას,
რომელიც ლიდერმა წაიკითხა; ,,გუნდური კითხვა’’: ბავშვები და მასწავლებელი უნისონში
კითხულობენ, ჯერ მასწავლებელი კითხულობს, შემდეგ ბავშვები მასთან ერთად, ხმამაღლა.
დავსვი კითხვები ტექსტის გასააზრებლად. მოსწავლეებმა ტექსტში მოძებნეს კითხვებზე პასუხი. წერითი უნარ-ჩვევების განვითარების
მიზნით დაფაზე თვალსაჩინოდ დავწერე
,,გ“ ასო-ბერა, გავამახვილეთ ყურადღება მის მოხაზულობაზე. მოსწავლეებმა ილუსტრაციის მიხედვით
შეადგინეს და დაასათაურეს მოთხრობა.
გაკვეთილის
ბოლოს გავაკეთე საერთო საკლასო განმავითარებელი შეფასება. ასევე შევაფასე გაკვეთილზე
მოსწავლეთა ჩართულობა.
ჩემთვის
მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ყველა მოსწავლე ჩართული მყავდა საგაკვეთილო პროცესში.
გაკვეთილის
ბოლოს მოსწავლეებმა შეაფასეს გაკვეთილი და გამოთქვეს საკუთარი აზრი .
გაკვეთილის
მსვლელობისას გეგმა არ შემიცვლია. შემიძლია ვთქვა, რომ მე და ჩემს მოსწავლეებს სამომავლოდაც
მეტის გაკეთება შგვიძლია.
No comments:
Post a Comment