მათემატიკის წრე - ,,გონების მზე“
საწრეო მუშაობა
სასწავლო წლის პირველ სემესტრში ფუნქციონირება დაიწყო
მათემატიკის წრემ სახელწოდებით: ,,გონების მზე“ წრეში გაერთიანდა 15 მოსწავლე.
საწრეო მუშაობა ტარდება კვირაში ერთხელ, პარასკევს, მე-6 გაკვეთილზე. წრეზე განსახილველი თემები წინასწარ არის გაწერილი, რომელიც ემსახურება მოსწავლის როგორც სააზროვნო, ასევე
ლოგიკური და არჰუმენტირებული მსჯელობის საფუძველზე სწორი დასკვნების გამოტანის უნარის განვითარებას.
მათემატიკური წრის მოკლე დახასიათება:
მათემატიკური წრის მიზანია:
მრავალფეროვანი და სახალისო ამოცანებითა და სავარაჯიშოებით მოსწავლეებს ავუმაღლო მოტივაცია,ხელი
შევუწყო მათში შემეცნების, ლოგიკური და არგუმენტირებული მსჯელობის, სწორი დასკვნების
გამოტანის უნარის განვითარებას.
მათემატიკური თამაშის სახით დავალებების შესრულება მოსწავლეებს
დაეხმარება მიღებული ცოდნა გამოიენონ ყოველდღიურ ცხოვრებაში.
კურსის დახმარბით მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ ისეთი უნარ-ჩვევები,
როგორიცაა: კომუნიკაცია, მსჯელობა, ერთმანეთის აზრის მოსმენა, საკუთარი აზრის დასაბუთება,
პრობლემის გადაჭრა... ვეცდები გაითვალისწინონ, რომ მათემატიკის შესწავლა რაიმე
გადაულახავ პრობლემებთან შეჭიდება კი არაა, არამედ იმის ცოდნა, თუ რა კუთხით მივუდგეთ,
როგორ(უფრო იოლი მეთოდით) ამოვხსნათ ესა თუ ის ამოცანა და სავარჯიშო, მით უმეტეს, რომ
მათემატიკურ მოქმედებებს გვერდს ვერ ავუვლით ყოველდღიურ ცხოვრებაში, მოსწავლეებმა უნდა
შეძლონ მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.
მოსწავლეებს შევთავაზებ ისეთ ლოგიკურ ამოცანებსა და სავარჯიშოებს,
რომლებიც აგრეთვე განუვითარებთ თავისუფალ აზროვნებასა და მეტაკოგნიტურ უნარებს.
საწრეო მუშაობის
პროგრამა ემსახურება ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებსა და ამოცანებს, ეს კი მომცემს საშუალებას, გამოვიყენო სწავლების სხვადასხვა
მეთოდი, მიზანმიმართულად გავანაწილო აქტივობები ინდივიდუალური და ჯგუფური
სამუშაოების შესრულების
დროს, ინტერესთა სფეროებისა და შესაძლებლობის მიხედვით.
საწრეო მუშაობის პროგრამა
საგანი: მათემატიკა
წრის დასახელება: „გონების მზე“
სკოლა: სოფელ ცეცხლაურის N1 საჯარო სკოლა
კლასი: III კლასი
წრის ხელმძღვანელი: ჟულიეტა სურმანიძე
წრის მიზანი: მოსწავლეთა
ცოდნის გაღრმავება
ე.ს.გ.-ს
მოთხოვნების მიხედვით
·
მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთს შეუსაბამოს რიცხვები, რიცხვითი
სახელები, რაოდენობები და რიგი
·
მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთთან დააკავშიროს თვლა, რიცხვები,
რიცხვით სახელებს შორის დამოკიდებულებები და შეკრება-გამოკლების მოქმედებები
·
მოსწავლეს შეუძლია განახევრება-გაორმაგების მოქმედებების
შესრულება და მათი დაკავშირება შეკრება-გამოკლებასთან და ერთმანეთთან
·
მოსწავლეს შეუძლია შეაფასოს და შეადაროს რაოდენობები
100-ის ფარგლებში
·
მოსწავლეს შეუძლია რიცხვებისა და მათზე მოქმედებების
გამოყენება გამოთვლებზე ამოცანების ამოხსნისას
·
მოსწავლეს
შეუძლია შეკრებისა და გამოკლების გამოყენება მარტივი მათემატიკური ამოცანების ამოხსნისას
·
მოსწავლეს
შეუძლია გარემოში ორიენტირება და ობიექტთა ურთიერთგანლაგების აღწერა
·
მოსწავლეს
შეუძლია ფიგურათა ზომების შედარება და დადგენა
მოკლე მიმოხილვა: მოსწავლეებმა გაიგონ,
რომ ის, რაც მეტდ რთული ეჩვენებათ არც ისე დაუძლეველი ყოფილა, რომ ამის მიღწევა
შეიძლება შრომისა და მონდომების საშუალებით.
გამოვიყენებ ,,სახალისო მათემატიკის“
ამოცანებს, შევასრულებთ მოქმედებებს მრავალნიშნა რიცხვების გამოყენებით, ასევე
განვიხილავთ გეომეტრიულ ფიგურებსა და მათ თავისებურებებს.
დაწყებითი კლასების სპეციფიკიდან გამომდინარე აუცილებელია დამატებითი აქტივობების შემოტანა. მათემატიკაში საწრეო მუშაობა ხელს შეუწყობს საგნის კომპეტენციას და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას. მათემატიკის საწრეო მუშაობა იმიტომ გვინდა, რომ მეორე კლასის დასრულების შემდეგ, მოსწავლეები მყარი ცოდნითა და შესაბამისი უნარ-ჩვევებით შეუდგნენ სწავლას მომდევნო კლასში. საწრეო მუშაობა იქნება წლის მანძილზე გაწეული შრომის ერთგვარი შეჯამება.
საწრეო მუშაობის პროგრამა და განრიგი:
საგანი: მათემეტიკა
2022-2023
სასწავლო წელი
III
კლასი I სემესტრი
(მეცადინეობა ტარდება კვირაში ერთხელ)
# |
თემა |
აქტივობა |
საათების რაოდენობა |
თარიღი |
1 |
ციფრები
და რიცხვები, შეკრებისა და გამოკლების თვისებები. |
ზოგადი
მიმოხილვა, პოზიტიური განწყობის შექმნა. შესწავლილი რიცხვებისა და ჩხირების გამოყენებით მოსწავლეები შეადგენენ სავარჯიშოებს. |
1 სთ |
19.10. |
2 |
20- მდე
რიცხვები, რიცხვებში ათეულების გამოყოფა, ათეულზე
ერთეულის მიმატება და გამოკლების გზები |
შესწავლილი რიცხვების დაკავშირება მათემატიკური ნიშნების საშუალებით, ნიშნების დახასიათება და თვისებები. |
1 სთ |
26.10. |
3 |
ამოცანა,
ამოცანაში პირობის
გამოყოფა და
კითხვის დასმა. |
ძირითადი საკითხისა და ქვესაკითხის გამოყოფა. |
1 სთ |
02.11. |
4 |
ლოგიკურ
ამოცანებზე მუშაობა |
ლოგიკური ამოცანებზე და სავარჯიშოებზე მუშაობა, ინტელექტის, აზროვნების, ყურადღების და
გონებრივი განვითარებისათვის. |
1 სთ |
09.11. |
5 |
მრავალკუთხედები |
გეომეტრიული ფიგურების დახასიათება და კლასიფიკაცია, შედარება. მოდელების შექმნა. |
1 სთ |
16.11. |
6 |
ლოგიკურ ამოცანებზე მუშაობა |
ლოგიკური ამოცანებზე და სავარჯიშოებზე მუშაობა, ინტელექტის, აზროვნების, ყურადღების და გონებრივი განვითარებისათვის. |
1 სთ |
30.11. |
7 |
არითმეტიკული მოქმედებები რიცხვებზე (შეკრება 100 ფარგლებში) |
სხვადასხვა ხერხის გამოყენებით რიცხვების შეკრება. |
1 სთ |
7.12. |
8 |
არითმეტიკული მოქმედებები რიცხვებზე (გამოკლება100 ფარგლებში) |
რიცხვების გამოკლება 10-ეულების გავლით. |
1 სთ |
14.12. |
9 |
გეომეტრიული ფიგურები |
სლაიდის
გამოყენებით გეომეტრიულ ფიგურებზე დაკვირვება და
სხვადასხვა გეომეტრიული ფიგურების შექმნა. |
1 სთ |
21.12. |
10 |
ლოგიკურ
ამოცანებზე მუშაობა |
ლოგიკური ამოცანებსე და სავარჯიშოებზე მუშაობა, |
1 სთ |
28.12. |
კითხვარი მშობლებისათვის
სახელი:
გვარი:
მოსწავლის
სახელი და გვარი:
1.თანახმა
ხართ თქვენი შვილი ჩაერთოს საწრეო მუშაობაში?
2. საწრეო
მუშაობა ხელს შეუწყობს თქვენი შვილის ცოდნის
გაღრმავებას?
ა)
დიახ; ბ) ნაწილობრივ; გ)არა
3. როგორ
ფიქრობთ: თქვენი შვილი ხალისით ჩაერთვება საწრეო მუშაობაში, თუ ხათრის გმო?
4.
რა შედეგს ელოდებით საწრეო მუშაობის დასრულების ბოლოს?
5. რამდენი ქულით შეაფასებდით საწრეო მუშაობას?
1 2
3 4 5
6 7 8 9
10
მოსწავლის კითხვარი
გვარი ,სახელი ---------------------------------------------
1. დროულად მოგეწოდათ თუ არა ინფორმაცია მათემატიკის წრის შექმნის შესახებ?
ა)
დიახ; ბ)არა.
2.საწრეო მუშაობის დროს განხილული საკითხები გეხმარებოდათ თუ არაცოდნის გაღრმავებაში?
ა)
დიახ; ბ)არა.
3.საწრეო მუშაობის დროს, მასწავლებლის მიერ განხილული
აქტივობები იყო თუ არა საინტერესო და მრავალფეროვანი?
ა)
დიახ; ბ)არა.
4.იყო თუ არა მეგობრული და კეთილგანწყობილი გარემო?
ა)
დიახ; ბ)არა.
5.როგორ შეაფასებდით საწრეო მუშაობას?
1 2
3 4 5
6 7 8 9
10
No comments:
Post a Comment