გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი
და გვარი: ჟულიეტა სურმანიძე
სწავლების საფეხური:დაწყებითი
მე-2 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა:
23
სსსმ მოსწავლე: არ
მყავს
გაკვეთილის თემა:
იაკობ გოგებაშვილი ,,სხეულის ნაწილების ჩხუბი“
ქართ.დაწყ.(I).3.
მოსწავლემ უნდა შეძლოს პირადი დამოკიდებულების გამოხატვა ტექსტის თემის, მასში განხილული
საკითხების მიმართ; მხატვრული ნაწარმოების პერსონაჟ(ებ)ის, მისი/მათი ქცევის შეფასება
და საკუთარი თვალსაზრისის ახსნა. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე
·
გამოხატავს
პირად დამოკიდებულებას მხატვრული ტექსტების პერსონაჟისა და მისი მოქმედების მიმართ
(მომწონს / არ მომწონს,
ქართ.დაწყ.(I).6.
მოსწავლემ უნდა შეძლოს გაწაფულად კითხვაკარგად მოიქცა / ცუდად მოიქცა; კეთილია, გონიერია
და ა.შ.);
·
აგრძელებს
სხვის მიერ დაწყებულ კითხვას სათანადო ადგილიდან;
ქართ.დაწყ.(I).7.
მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების წაკითხვა
და გაგება-გააზრება; ტექსტში ვერბალური და არავერბალური ფორმით მოწოდებული ინფორმაციის
(მაგ., ილუსტრაციისა და ტექსტის) ურთიერთდაკავშირება.
·
ილუსტრაციის
მიხედვით გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შესაძლო შინაარსის შესახებ.
ქართ.დაწყ.(I).9.
მოსწავლემ უნდა შეძლოს წაკითხული ტექსტის მიმართ პირადი დამოკიდებულების გამოხატვა
და ახსნა; ტექსტის თემის და/ან მასში განხილული კონკრეტული საკითხების შეფასება.
·
გამოხატავს
თავის დამოკიდებულებას ნაწარმოებში გადმოცემული მოვლენისადმი/ პერსონაჟისადმი
ქართ.დაწყ.(I).15.
მოსწავლემ უნდა შეძლოს წერის ნაცნობი სტრატეგიების გამოყენება მიზნის შესაბამისად
·
კითხულობს
საკუთარ ნაწერს ხმამაღლა და ასწორებს შემჩნეულ შეცდომებს;
# |
აქტივობის აღწერა |
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები |
კლასის ორგანიზების ფორმა |
სასწავლო რესურსი |
დრო |
|
1 |
მასწავლებელი აგვარებს საორგანიზაციო საკითხებს, კლას
აცნობს გაკვეთილის თემას, მიზანს და შეფასების კრიტრიუმებს |
ვერბალური ახსნა |
მთელ კლასთან |
თვალსაჩინო ადგილზე გამოკრული გაკვეთილის
თემა, მიზანი და შეფასების კრიტერიუმები |
2 წთ. |
|
2 |
წინარე ცოდნის გააქტიურება მასწავლებელი სვამს კითხვებს გაკვეთილის თემიდან გამომდინარე წინასწარ
წაკითხული იგავ-არაკიდან სულხან-საბა ორბელიანის ,,ძალა ერთობაშია“ ·
როგორი ვაჟკაცები ჰყავდა
მეფეს? ·
რა იყო მათთვის დავის
და კამათის მიზეზი? ·
რატომ ვერ გადატეხეს
ძმებმა ისრების კონა? |
გონებრივი იერიში კითხვა;პასუხი |
მთელი კლასი |
სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკი ,,ძალა ერთობაშია“ |
2წთ. |
|
3 |
მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება
მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების
მიზნით მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს თამაშს წყვილებში: მასწავლებელი მეწყვილე მოსწავლეებს
სთხოვს აუხვიოს თვალები, შეუკრას ხელები ,შეუკრას ფეხები და სთხოვს მოსწავლეებს რა
მოქმედება ვერ შეასრულეს ამ მდგომარეობაში ყოფნის დროს. მასწავლებელი სვამს კითხვებს: 1. შეუძლიათ თუ არა ადამიანის სხეულის ნაწილებს საუბარი 2. რომ შეეძლოთ რას გვეტყოდნენ? |
თამაში აბა გამოიცანი |
წყვილები |
ქსოვილი, |
3წთ. |
|
4 |
ახალი მასალის გაცნობა მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს
იგავ-არაკის ,,სხეულის ნაწილების ჩხუბის „ მიხედვით გამოთქვან ვარაუდები , რის შესახებ
იქნება ამ ტექსტში საუბარი ( ყველა პასუხი მისაღებია) მასწავლებელი მოსწავლეტა ვარაუდებს
აფიქსირებს დაფაზე.
|
ვარაუდების გამოთქმა |
მთელ კლასთან |
ტექსტი, დაფა, ცარცი
|
2წთ. |
|
5 |
ტექსტის წაკითხვა მასწავლებელი მოსწავლეებს უკითხავს
ტექსტს და უხსნის მოსწავლეებს მათთვის უცნობ სიტყვების შინაარს. სვამს კითხვებს: 1. რა თქვეს ჩხუბის დროს ფეხებმა? 2. რა წამოიძახეს ხელებმა? 3. რა დაიჩივლეს თვალებმა? 4.რა განაცხადეს ყურებმა? 5. რა დაემართა ადამიანის სხეულს? 6. განმარტეთ, რა არის ამ მოთხრობის
მთავარი აზრი? |
ტექსტის გაცნობა, კითხვა-პასუხი |
მთელ კლასთან |
ტექსტი
|
5წთ. |
|
6 |
მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს ტექსტს წასაკითხად |
კითხვა |
მთელ კლასთან |
ტექსტი |
5წთ. |
|
7
8
9
10 |
ტექსტში აღადგინე დაკარგული სიტყვები მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს
წინასწარ გამზადებულ ტექსტს, სადაც გამოტოვებულია
სიტყვები და მოსწავლეებს სთხოვს ბარათების გამოყენებით შეარჩიონ და ჩაწერონ სიტყვები შინაარსის შესაბამისად.
მკითხველის თეატრი მასწავლებელი მოსწავლეებს შერჩევითი
ჩხირების გამოყენებით მოსწავლეებს უნაწილებს სურვილისამებრ როლებს და თხოვს წაიკითხონ
ტექსტი
საშინაო დავალება
შეფასება
|
ტექსტში გამოტოვებული სიტყვების აღდგენა
მკითხველის თეატრი |
წყვილებში
მთელ კლასთან |
წინასწარ გამზადებული ტექსტი და ბარატები
სახელმძღვანელო ტექსტი |
5წთ
10წთ.
გვ. 30 #9
2წთ. |
|
No comments:
Post a Comment