Sunday, December 11, 2022

წრე ბუნებაში ,,ბუნების ქომაგები''

 

სკოლა: სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურის N1 საჯარო სკოლა

 დაწყებითი კლასების  მასწავლებელი: ჟულიეტა სურმანიძე

ტელეფონი: 599 910 375

ელექტრონული ფოსტა: julietasurmanidze@gmail.com

 

ბუნების მოყვარულთა წრის ,,ბუნების ქომაგები“ -ს  კონცეფცია

მისია:  წიგნიერი,  მოტივირებული, კრეატიული, შემოქმედებითი და ბუნების მოყვარული ახალგაზრდის აღზრდა.

მიზანი:  ბუნებისმეტყველების საგნობრივი წრისბუნების ქომაგებიმუშაობის მიზანისაგაკვეთილო ცოდნის გაღრმავება ესგ-ის შესაბამისად, ფოკუსირებული სწავლება, მოსწავლეთა შემოქმედებითი ცოდნის წარმოჩენა.გაუჩნდეთ ინტერესი გარემომცველი სამყაროს კვლევის, სიახლეთა აღმოჩენის და შეცნობის მიმართ, გამოუმუშავდეთ პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, საზოგადოებისა და საარსებო გარემოს მიმართ, განუვითარდეთ დაკვირვებისა და ესთეტიკური აღქმის უნარები. გააცნობიერონ ჯანსაღი და უსაფრთხო წესების დაცვის აუცილებლობა.

ამოცანები:

1)      წრის თითოეულმა წევრმა პატივი სცეს საერთო ვალდებულებებს.

2)       ითანამშრომლონ საერთო მიზნის მისაღწევად.

3)      მოსწავლეებისათვის საერთო ინტერესებიდან გამომდინარე შესაბამისი განათლების მიცემა.

4)      ბავშვებისათვის უსაფრთხო, კარგად ორგანიზებული, სახალისო, შემეცნებითი და საინტერესო გარემოს შექმნა.

5)      საწრეო მუშაობის პროცესში მასტიმულირებელი ბერკეტების მოძიება, რაც გამოიხატება მოზარდის სხვადასხვა ფორმით წახალისებაში.

6)      სწორი გააზრებული აზროვნების გამომუშავება.

7)      მოსწავლემ შეძლოს წრეში მიღებული ცოდნისა და გამოცდილების პრაქტიკაში გადატანა: საგაკვეთილო პროცესში, სასკოლო, საკლასო  და სკოლის გარეთ ღონისძიებებში.

8)      მოსწავლისათვის ისეთი პირობების შექმნა, რომ შეძლოს გარემოში სწორი ორიენტაცია,

 

 

 

შედეგი:  მოზარდებს ჩამოუყალიბდეთ და განუვითარდეთ ორგანიზაციური, კომუნიკაციის, გუნდური მუშაობის, კრეატიული აზროვნების, თავდაჯერებულობის, ექსპრესიული, შემოქმედებითი და  დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი.

 

სამიზნე ჯგუფი:     II და III    კლასები

მოსწავლეთა რაოდენობა:  მინიმუმ -15;  მაქსიმუმ - 25;

 

კალენდარი:

წრის შეხვედრა მოეწყობა კვირაში ერთხელ, სამშაბათობით, სულ სემესტრის განმავლობაში 17  შეხვედრა,  05 თებერვლიდან - 11 ივნისამდე.

შეხვედრა გაგრძელდება ერთი საათი.

შეხვედრა დაიწყება:  14: 00 სთ

 

 

წრის სამუშაო  გეგმა

მეორე სემესტრი

2021-2022 სასწავლო წელი

#

თემა

გამოყენებული რესურსი

მუშაობის ფორმა

დრო

1

გაერთიანებული შეხვედრა წრისწევრებთან.წრის მუშაობის მიზნის,შესასწავლი თემების, გამოსაყენებელი რესურსების და მუშაობის ფორმების გაცნობა -გაანალიზება.

წრის გეგმა,ენციკლოპედია „ჩვენი სამყარო“

მთლიანი ჩართულობით.

5.02

2

რა არის სამყარო?

ენციკლოპედია „ჩვენი სამყარო“

მთლიანი ჩართულობით.წყვილებში

12.02

3

რა არის კოსმოსი?

ენციკლოპედია“კოსმოსი“, ინტერნეტიდან მოძიებული მასალები.

მთლიანი ჩართულობით,ინდივიდუალუ-რი.

19.02

4

„დედამიწის ბინადრები“

ენციკლოპედია „ ჩემი სამყარო“.

მთლიანი ჩართულობით,წყვილებში

26. 02

5

კოსმოსიდან დანახული დედამიწა

ინტერნეტის მასალები,ენციკლოპედია ჩვენი სამყარო“

მთლითლიანი ჩართულობით,ჯგუური.

5.03

6

ტესტირება განხილული თემების შესაჯამებლად

ტესტი,შეფასების რუბრიკები.

ინდივიდუალური

19.03

7

რად გვიყვარს ჩვენი ბუნება?

ა.ჩიქობავა.“დედაბუნება“

მთლიანი ჩართულობით,ინდივიდუალუ-რი.

26. 03

8

მცენარეთა სამყარო ჩვენი ჯანსაღი სუნთქვაა

ენციკლოპედია „ჩვენი სამყარო“

მთლიანი ჩართულობით, ინდივიდუალური

2.04

9

„ბუნების სიმღერა“.

ინტერნეტიდან მოძიებული მასალა.

მთლიანი ჩართულობით,ინდივიდუალუ-რი

16.04

10

სიცოცხლის ქსელი. საკვების განაწილება

ენც.“ჩვენი სამყარო“

ჯგუფური. ინდივიდუალური

23.04

11

„დედამიწა ავადაა, როგორ ვუმკურნალოთ“?

ენციკლოპედია „დედამიწა“

ჯგუფური

30.04

12

„სასარგებლო დედამიწა“,

ენციკლოპედია „დედამიწა“

ჯგუფური

7.05

13

ვ.ფშაველას მოთხრობა.“ტყე ტიროდა“.

მოთხრობების კრებული.

ჯგუფური, ინდივიდუალური

14.05

14

წერილები დედამიწას.

საწ.კალმები ,ფურცლები,ფერადი ფანქრები.

ჯგუფური

21.05

15

კედლის გაზეთის გამოშვება:“დედამი-წა  ჩვენი სახლია“.

საწერკალმები,ფერადი ფურცლები,ფორმატი,ფანქრები და ფლომასტერები.

ინდივიდუალური,ჯგუფური

28.05

16

მოსწავლეთა შედეგების შეფასება.ტესტირე-ბა

ტესტი

ინდივიდუალური

4.06

17

მუშაობის შეჯამება, შთამბეჭდავი დღეების გახსენება წერილო-ბით.წარმატებული მოსწავლეების დაჯილდოება.

მადლობის ფურცლები,თაბახის ურცლები.

ინდივიდუალური,მთლიანი ჩართლობით.

11.06

No comments:

Post a Comment