კონკურსებისათვის/ოლიმპიადებისათვის/ შეჯიბრებებისათვის
მოსწავლეების
მოსამზადებელი პროგრამა
Everest.ge ოლიმპიადა/მათემატიკა
სკოლის დასახელება |
სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურის
N1 საჯარო
სკოლის მესამე კლასი |
მასწავლებლის
სახელი და გვარი |
ჟულიეტა
სურმანიძე |
პირადი
ნომერი |
|
პროგრამის დასახელება |
კონკურსებისათვის/ოლიმპიადებისათვის/ შეჯიბრებებისათვის მოსწავლეების
მომზადება |
პროგრამის ტიპი |
კლასგარეშე
დამატებითი საქმიანობა მოსწავლეებისათვის -- მესამე კლასი
|
მოსწავლეთა
რაოდენობა |
15 |
პროგრამის ხანგრძლივობა |
2 - თვე (ოქტომბერ--ნოემბერი) |
სწავლების ენა |
ქართული |
პროგრამის
მიზნები და ამოცანები |
|
· სკოლის მოსწავლეთა ინტელექტუალური
დონის ამაღლება; · მოსწავლეებში წიგნიერებისა
და ცოდნის წახალისება; · მოსწავლეთა
აკადემიური და ინტელექტუალური უნარების განვითარების ხელშეწყობა; · მოსწავლეთა
სოციალური ურთიერთობების განვითარების გაუმჯობესება. ·
ტექნოლოგიური შესაძლებლობების ეფექტიანად
გამოყენება; · ინფორმაციის
მოპოვება, დამუშავება და ანალიზი: · მოსწავლეებისათვის აზროვნების უნარის განვითარება; · დამოუკიდებელი
უნარების განვითარების ხელშეწყობა; · ცხოვრებისეული ამოცანების გადასაწყვეტად საჭირო ცოდნის გადაცემა და ამ ცოდნის პრაქტიკულად
გამოყენების უნარის განვითარება. · დროის
მართვა ეფექტურად. · მოტივაციის
ამაღლება. |
|
ძირითადი უნარ-ჩვევები, რომელთა გამომუშავებასაც ხელს უწყობს პროგრამა: |
|
1. მსჯელობა-დასაბუთების უნარი;· 2. კომუნიკაცია;· 3.
დამოკიდებულება; · |
|
სწავლების
მეთოდები და სტრატეგიები |
|
·
ინდივიდუალური
მუშაობა; ·
წყვილებში მუშაობა; ·
ჯგუფური
მუშაობა; ·
ურთიერთსწავლება. ·
ინფორმაციის
მოპოვება, ორგანიზება. ·
შეჯამება
და დასკვნების გამოტანა; ·
ჩანაწერების
გაკეთება, ·
ტესტირება (როგორც ცოდნის შემოწმების მეთოდი); ·
თანატოლთა
შეფასება; ·
„გონებრივი
იერიში“; ·
ბარათებით
მუშაობა; |
|
განსახორციელებელი
აქტივობები |
N |
თემა |
მიზანი/შედეგი |
აქტივობა |
სასწავლო რესურსები |
რიცხვი, თვე |
1 |
მოვემზადოთ მათემატიკაში გავიხსენოთ და
გამოვიყენოთ რაც ვისწავლეთ? 1.
ვითვლით საგნების რაოდენობას; 2.
მერამდენეა? რომელია წინა? რომელია მომდევნო? 3.
მარჯვნივ, მარცხნივ, ზემოთ თუ ქვემოთ? 4.
რიცხვები 100-მდე; 5.
1-დან 100-მდე რიცხვების შეკრება და გამოკლება; 6.
გეომეტრიული ფიგურები; 7.
შევადაროთ მიმდევრობები, შევავსოთ მიმდევრობა; 8.
ამოვხსნათ ამოცანები; |
განვლილი მასალის
გახსენება, მონიტორინგი ნასწავლ თემებზე |
„გონებრივი იერიში“; რიცხვით სხივზე
მუშაობა; საანგარიშოზე
მუშაობა; თამაშით სწავლება; გროვებზე მუშაობა; |
ჩხირები,
კუბიკები, რიცხვითი სხივი, პლაკატები, საანგარიშო, სახელმძვანელო, სავარჯიშო რვეული; დაფა; ცარცი;
ბუკი; |
1.10 15.10 |
2. |
რიცხვები
100-მდე; 1.
ათეულები 2.
ათეულები და ერთეულები; 3.
რიცხვები 50-მდე; 4.
100-ზე ნაკლები რიცხვები; 5.
ერთნიშნა და ორნიშნა რიცხვები; 6.
ვაორმაგებთ რაოდენობას; 7.
გავანახევროთ რაოდენობა; 8.
შევაფასოთ რაოდენობა; 9.
დაასახელეთ რიცხვის უახლოესი ხუთეული, ათეული, ოცეული; 10. რომელი რიცხვია
მეტი? 11. ჩვენი ფული; დამატებითი ამოცანები; |
მოსწავლეს შეუძლია ერთნიშნა და ორნიშნა რიცხვების
წაკითხვა და ჩაწერა; შეუძლია განახევრება- გაორმაგების მოქმედების შესრულება
და მათი დაკავშირება სეკრება-გამოკლებასტან
და ერთმანეთთან; შეუძლია შეაფასოს
და შეადაროს რაოდენობები 100-ის ფარგლებში; |
თვლა წინ და უკან;
განასხვავე ერთნიშნა
და ორნიშნა რიცხვები; ბარათებზე მუშაობა; გროვებზე მუშაობა; |
სახელმძღვანელო,
მოსწავლის რვეული, საწერი კალამი, დაფა და ცარცი, ბუკი |
16.10 31.10 1.11 12.11 13.11 20.11 21.11 25.11 |
|
|
|
|
|
|
სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურის #1
საჯარო სკოლის მესამე კლასის მასწავლებლის
ჟულიეტა სურმანიძის კონკურსებისათვის/ოლიმპიადებისათვის/ შეჯიბრებებისათვის
მოსწავლეების
მომზადებისთვის ჩატარებული სამუშაოს
რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა
დამატებითი გაკვეთილების საინტერესოდ
წარმართვისათვის ეფექტური და მნიშვნელოვანია მოსწავლეთა ინტერესებისა და შესაძლებლობების დადგენა.
ეს სამუშაოს წარმატების, მოსალოდნელი პრობლემის გადაჭრისა და ინიციატივის განხორციელების
ერთ–ერთ წინაპირობად მიმაჩნია. კარგად დაგეგმილი აქტივობები მოსწავლეებს საშუალებას
აძლევს თავი მოუყარონ წინარე ცოდნას, შეიძინონ ახალი, გამოიყენონ ეს ცოდნა საჭირო დროს, გამოავლინონ
საუკეთესო უნარ – ჩვევები.
რეფლექსიის გამოყენება და მისი ანალიზი მასწავლებელს ეხმარება, უფრო ეფექტიანად დაგეგმოს ახალი
სამუშაო; მუშაობის პროცესში გამოვლენილი სუსტი მხარეები კი, შეუძლია გამოასწოროს
ახალ სასწავლო წელს, ახალ თემასა თუ პროექტზე მუშაობისას, ხოლო ძლიერი,
კიდევ უფრო გააძლიეროს და დანერგოს. რეფლექსია
ეხმარება მასწავლებელს, გაზომოს საკუთარი წინსვლა, მოაგვაროს არა მარტო ხილული
პრობლემები, არამედ ის პრობლემებიც აღმოაჩინოს და გადაჭრას, რომელთა არსებობა არც
კი ჰქონდა გათვითცნობიერებული რეფლექსიის გაკეთებამდე.
აზრი იმის შესახებ, რომ დამეგეგმა დამატებითი გაკვეთილები მოსწავლეთა მოსამზადებლად
სასკოლო ოლიმპიადებისათვის გამიჩნდა იმის
შემდეგ, როცა ჩემი მოსწავლეების უნარები და შესაძლებლობები შევაფასე. მოტივაცია
იყო მათთვისაც, დაინტერესება და მხარდაჭერა მშობლებისგანაც,რისთვისაც მადლობელი
ვარ მათი.
შევთანხმდით, ღრმად ჩავწვდებოდით და გავაფართოებდით
გაკვეთილებზე მიღებულ ცოდნას საინტერესო აქტივობებითა და სააზროვნო ამოცანებით.
შევიმუშავე პროგრამა, (რომელიც თან ერთვის რეფლექსიას) როგორ და რა ვადებში,
რა რესურსებითა და სწავლების ორგანიზების
ფორმატში ვიმუშავებდი მათთან. შევიმუშავეთ ქცევის წესები, რომელთა დაცვა
უზრუნველყოფდა ეფექტურ მუშაობას და საკლასო გარემოს ორგანიზებას. ვმუშაობდით გუნდურად, ჯგუფურად,
ინდივიდუალურად. მოვიძიე რესურსები, კინგსის
მოსამზადებელი სახელმძღვანელოები, დამხმარე ლიტერატურა. გასული წლების
სხვადასხვა ოლიმპიადების ნიმუშები. დავგეგმეთ როგორი აქტივობებით ჩავატარებდით
თითოეულ შეხვედრას.
საინტერესო და შემოქმედებითი იყო შეხვედრები. გამოიკვეთა სუსტი და ძლიერი
მხარეები. მასალის მრავალფეროვნების გამო
წავაწყდით სირთულეებს, თუმცა ინტერნეტი გვიწევდა ეფექტურ დახმარებას. სხვადასხვა
ინტერნეტ რესურსები და ტექსტები საშუალებას გვაძლევდა პრობლემები დაგვეძლია.
ბოლო შემაჯამებელ მეცადინეობაზე დროის
გათვალისწინებით შევეცადე შემექმნა იმიტაცია ოლიმპიადისა. მოსწავლეებს დაურიგდათ
წინასწარ ამობეჭდილი ფურცლები სხვადასხვა კითხვებით, დამოუკიდებლად მუშაობის
შემდეგ მათ მოსინჯეს შესაძლებლობები. დიდი შემართებით წარდგნენ სასკოლო ტურზე.
შედეგი იყო საკმაოდ მაღალი და უნდა ავღნიშნო სიამაყით და კმაყოფილებით, რომ
მათ მაღალი შედეგები აჩვენეს პირველ ტურზე.
კლასიდან მაღალი ქულები დაიმსახურა შემდეგმა მოსწავლეებმა: საბა
სურმანიძე--90 ქულა, ელიფი აბაშიძე ---85 ქულა, ანა აბაშიძე ---75 ქულა, გიორგი
ჟიჟღანაშვილი -75 ქულა, დაჩი შაინიძე---97 ქულა.
ნიკა საგინაძე ---70 ქულა.
წარმატებით გადალახა პირველი ტური ელიფ აბაშიძემ,დაჩი შაინიძე რომელმაც
მონაწილეობა მიიღო მეორე ტურში.
მოსწავლეებს გადაეცათ შესაბამისი დიპლომები.
ამ
დამატებითი მეცადინეობის წყალობით მე, როგორც მასწავლებელმა შევიძინე გარკვეული
გამოცდილება და ჩემმა მოსწავლეებმა შეძლეს სოციალური ადაპტაცია. დაგეგმილმა
აქტივობებმა მოსწავლეებს აუმაღლა მოტივაცია, ინტერესი, გაუუმჯობესდათ დამოუკიდებელი მუშაობის, ჯგუფური
თუ წყვილებში მუშაობის უნარ-ჩვევები, გაუღრმავდათ კომუნიკაციის, მეგობრობის,
გულშემატკივრობის თვისებები.
მუშაობის მსვლელობამ კიდევ ერთხელ დამაჯერა დამატებითი მუშაობის
ეფექტურობაში, გამოიკვეთა ისეთი საკითხები, რომლებზედაც კიდე მეტ
ყურადღებას გავამახვილებდი თავიდან რომ ვიწყებდე მუშაობას. თუმცა აუცილებლად
გავითვალისწინებ მომავალში.
ვთვლი, რომ გეგმით გათვალისწინებული სამუშაოები შევასრულეთ. ბავშვების წარმატება
მასწავლებლის წარმატებაა. გაიზარდა მათი ინტერესები და მოტივაცია. მიზნად დაისახეს
მომავალში უკვე გამოცდილებით და მეტი
ცოდნით შეიარაღებულები მომავალ სასწავლო წელსაც აქტიურად ჩაერთონ მსგავს
კონკურსებში თუ ოლიმპიადებში.
დაგეგმილი აქტივობების
განხორციელება დამეხმარა ინფორმაციის წვდომის თვალსაზრისით დავკვირვებოდი თითოეულ მოსწავლეს ინდივიდუალური/ჯგუფური მუშაობის დროს, თითოეულთან ინფორმაციის მიღების ორივე ფორმით - ( ვერბალურით და ვიზუალურით) სასწავლო მასალის მიწოდებით უკეთეს შედეგზე გავსულიყავი.
ამასთან ციფრული ტექნოლოგიის გამოყენებამ მუშაობის პროცესი ბევრად დინამიური და მრავალფეროვანი გახადა, სწავლების ასეთი ფორმა არის ინტერაქტიური და მოსწავლეებს საშუალება მისცა აქტიურად ჩართულიყვნენ მუშა პროცესში.
სასიხარულოა, ის რომ ამ აქტივობებმა მონაწილეებს გაუღვიძა ინტერესი და სურვილი მომავალ სასწავლო წელს სხვადასხვა ოლიმპიადებში მონაწილეობისა.
შემოდგომის სეზონის დამსახურებულად მიღებული დიპლომები
კლასის 15 მოსწავლიდან აქტიურადაა ჩართული ყველა
მოსწავლე და შედეგიც მაღალი აქვთ---დიპლომებს და სერტიფიკატებს იმსახურებენ სისტემატიურად.
No comments:
Post a Comment