Monday, December 12, 2022

გაკვეთილის გეგმა ბუნებაში

 




გაკვეთილის ჩატარების დრო

 

14.11

სწავლების საფეხური

 

დაწყებითი.III კლასი

მოსწავლის პროფილი

21მოსწავლე. 1სსსმ მოსწავლე მხედველობა დაქვეითებული

საგანი

ბუნება

გაკვეთილის მიზნები

და შედეგები

 

 

 

 

 

 გაკვეთილის დასრულებისას თითოეული  მოსწავლე შეძლებს წყალდიდობამდე  საფრთხის ამოცნობას;

      -წყალდიდობისას და მის

  შემდეგ მოქმედების წესების დემონსტრირებას.

გაკვეთილის თემა

 

რა უნდა ვიცოდე წყალდიდობის შესახებ, რათა ვიყო დაცული

ძირითადი მეთოდები და აქტივობები

 

 

 

 

 

 

1.       ორგანიზაციული საკითხები- ვერბალური

2.       გონებრივი იერიში -კითხვა-პასუხი

3.       ვიდეორგოლის ჩვენება-ვიზუალური

4.       ახალი მასალია ახსნა-მინი ლექცია

5.       დემონსტრირება-ვიზუალური

6.       შეფასება -ინდივიდუალურად

7.       საშინაო დავალება,მთელი კლასი

რესურსები

 

 

სახელმძღვანელო, კომპიუტერი, მონიტორი, სამუშაო ფურცლები

გაკვეთილის მიმდინარეობა

 

 

ძირითადი კითხვები

 

 

·         ინფორნაციაული

 

 

·         გააზრებაზე

 

 

·         გათავისება

 

პირველი ფაზა( გამოწვევა )

I  აქტივობა

მასწავლებელი სვამს კითხვებს : ა) რა არის წყალდიდობა ?

ბ) თქვენი აზრით როგორია სწორი ქმედება წყალდიდობის დროს ?

დ) რომელიმეს ხომ არ გინახავთ რა ხდება წყალდიდობის დროს ,ტელევიზიით ან ხომ არახართ პირადად შემსწრე ამ მოვლენის?

მოკლედ აგვიღწერეთ ეს სიტუაცია

მეორე ფაზა სიღრმისეული წვდომა

 

II აქტივობა                                                        

მასწავლებელი უჩვენებს ანიმაციიდან „ეს დედამიწაა“ წყალდიდობა ბათუმში .(მასწავლებელი სიტყვიერად აღწერს თუ რა ხდება მონიტორზე)

ჩვენების შემდეგ განმარტონ საკუთარი სიტყვებით რა არის წყალდიდობა ? რა ხდება ამ დროს? რა საშიშროება არსებობს ?რა შეიძლება დაინახონ ,იგრძნონ ან გაიგონ წყალდიდობის დროს .გამოთქმულ აზრებს მასწავლებელი ჩამოწერს დაფაზე

III აქტივობა

მასწავლებელი მოსწავლეებს დაუდებს წინასწარ გამზადებულ გამჭვირვალე კონტეინერს ,რომელშიც შექმნილია გორაკის, მინდვრის, მდინარის, სახლის მოდელი.ავალებს მინდორზე მოათავსონ სხვადასხვა ფიგურა დასახლების იმიტაციის შესაქმნელად.ამის შემდეგ მოსწავლეების დახმარებით ნელნელა ასხამს წყალს. ამის შემდეგ სვამს კითხვებს .ა) რა ისრუტავს წყალს ?

ბ)მდინარეში წყლის დონეს რა ემართება?

გ) რა არის წყლის დონის მატების მიზეზი?

მესამე ფაზა გააზრება - რეფლექსია

IV აქტივობა

მასწავლებელი მოსწავლეების დახმარებით წაუკითხავს ხმამაღლა ქცევის წესებს ,წყალდიდობამდე, წყალდიდობისას და შემდეგ.

V აქტივობა

მასწავლებელი ავალებს მოსწავლეებს გაააფერადონ ნახატები რომელზეც ასახულია ქცევის წესები , წყალდიდობის დროს ან მის შემდეგ. შემდეგ კი ხდება წესების დემონსტრირება .

დრო

10წთ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

10წთ.

 

 

 

 

 

 

 

 

6წთ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

8წთ.

 

 

 

8წთ

 

 

 

 

 

 

საშინაოდავალება

 

 

 

მასწავლებელი ავალებს მოსწავლეებს მშობლებთან ერთად მოახდინონ წყალდიდობის შემთხვევაში ქცევის წესების დემონსტრირება და გადაიღონ ფოტო.                            1წთ.

შეფასება

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს საჭირო უკუკავშირს შესაბამისი განმავითარებელ კომენტარებით ინიშნავს ვის და რაში ან რა ტიპის დახმარება ,სჭირდება.

2წთ.

    მასწავლებელი :ჟულიეტა სურმანიძე


No comments:

Post a Comment