Sunday, December 11, 2022

სოციალური პროექტი ,, არა ბულინგს''

 

სოციალური პროექტის გეგმა

პროექტის ხელმძღვანელი

ჟულიეტა სურმანიძე

მუნიციპალიტეტი

ქობულეთი

სკოლა

ცეცხლაურის N 1 საჯარო სკოლა

კლასი

მე-3 კლასი  21 მოსწავლე

განხორციელები პერიოდი

სამი კვირა

აზროვნების ზედა დონის უნარები

თანამშრომლობა, დაგეგმვა, ორგანიზება, კვლევა და შემოქმედებითი აზროვნება.

თემის დასახელება

,,არა ბულინგს

პრობლემა/პროექტის აქტუალობა

ბულინგი-მოზარდებს შორის ძალადობაა. ბავშვთა საზოგადოებაში ძალადობის მსხვერპლი კი შეიძლება გახდეს ნებისმიერი მოზარდიმოსწავლეები  მეტ-ნაკლებად ფლობენ ინფორმაციას ბულინგის შესახებ, ამიტომ სრულიად შესაძლებელია ვერც კი ხვდებოდნენ, რომ მათი ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ქმედებები მოძალდის  ქმედებების ანალოგიური იყოს. ამავე დროს  მათ ხშირ შემთხვევაში არ იციან, როგორ დაიცვან თავი ძალადობისაგან, რა საჭირო ღონისძიებები, პრევენციული ზომები უნდა მიიღონ ძალადობის თავიდან ასაცილებლად.

მიზანი

  • მოსწავლეთა მიერ ბულინგის ირგვლივ  მოძიებულ ინფორმაციის დამუშავება ტექნოლოგიების გამოყენებით
  • გამოკითხვის შედეგების გათვალისწინებით, დასკვნების გამოტანა
  •   პრევენციული ზომებისა  და რეკომენდაციების შემუშავება და აღნიშნული ინფორმაციის გაზიარება თანატოლებთან.

პროექტის მდგრადობა

პროექტი მდგრადია, რადგან იგი არსებობას გააგრძელებს დამთავრების შემდეგაც. კლასის ხელმძღვანელი ხომ მოსწავლეებს უნდა უვითარებდეს ლიბერალურ და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებას და ეხმარებოდეს მათ ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში. ამიტომ პროექტის შემდგომ პერიოდში რეგულარულად მოხდება პროექტის თემაზე სამუშაო შეხვედრები, ჯგუფური დისკუსიები, კლასის საათებზეც მოხდება ფილმების ჩვენება და მათი ანალიზი და . ., ვფიქრობ ამით ხელი შეეწყობა  ინფორმირებული, სრულფასოვანი მოქალაქის და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას.  

თემი შინაარსი

თემის აქტუალობიდან გამომდინარე შევარჩიე ასაკობრივი ჯგუფი 8-9 წელი, სადაც ვთვლი, რომ პრობლემატურად დგას ძალადობის საკითხი მოზარდებს შორის.

პირველ ეტაპზე გამოვკვეთავთ პრობლემის არსს. აღნიშნულიდან გამომდინარე ვაწყობთ ფილმის ჩვენებას:

შემდეგ ხდება ფილმის განხილვა და ვმართავთ დისკუსია/დებატებს.

პროექტზე მუშაობის პროცესში მოსწავლეებს ვყოფ ორ ჯგუფად, ერთი ჯგუფი მუშაობს ფარულ და ვერბალურ ბულინგზე, მეორე კი კიბერ და ფიზიკურ ბულინგზე

მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას, ახარისხებენ, ალაგებენ შინაარსობრივად, ატარებენ ქუჩის გამოკითხვას. შეგროვილი ინფორმაციის საფუძველზე აგებენ სლაიდებს და აწყობენ პრეზენტაციას სკოლის მოსწავლეების წინაშე.

პროექტის განხორციელების რისკები და შესაძლო ხარვეზები

პროექტის მსვლელობისას ხელისშემსლელი ფაქტორები შეიძლება იყოს:  

  • ქუჩის გამოკითხვის ჩასატარებლად დაგეგმილ დღეს წვიმიანი ამინდი
  • ინტერვიუერის მხრიდან უარი

სტანდარტი

სწავლა-სწავლების ძირითადი პრინციპები 

თავი VIII. პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები 

მუხლი 48. ეროვნული სასწავლო გეგმის პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები 

3. პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები

) სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია. სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია გულისხმობს სამოქალაქო ცხოვრებაში ინტეგრირებისათვის აუცილებელი ისეთი უნარებისა და  ღირებულებების ჩამოყალიბებას, როგორებიცაა: კონსტრუქციული თანამშრომლობა, პრობლემების მოგვარება, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, გადაწყვეტილების მიღება, შემწყნარებლობა, სხვისი უფლებების პატივისცემა, დემოკრატიული პრინციპების აღიარება და სხვა

 

მიმართულება: ისტ რესურსების შექმნა                             

  ის ტექნ. VI.1. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას.  შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:  

 აუდიტორიის მოთხოვნების და საკუთარი (ან ჯგუფის) მიზნების გათვალისწინებით, ამზადებს პრეზენტაციას/სლაიდებს საკუთარი (ან ჯგუფის) მოსაზრებების წარმოსაჩენად ან მუშაობის შედეგის სადემონსტრაციოდ

ის ტექნ. VI.2. მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის ეფექტიანად გამოყენება ინფორმაციის მიღების, შენახვის და ორგანიზების დროს. მიმართულება: კვლევა და კომუნიკაცია                               

 ის ტექნ. VI.4. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალებების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისათვის და თანამშრომლობისათვის 

შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:  

 იყენებს საკომუნიკაციო საშუალებებს იდეების, ინფორმაციის და ციფრული მასალის გასავრცელებლად და მონაწილეობს ერთობლივ პროექტებში (მათ შორის ონლაინ პროექტებში) ციფრული მასალის შესაქმნელად

ღონისძიებები და დაგეგმილი საქმიანობები:

  • ჯგუფების შექმნა და საქმიანობების გადანაწილება; (04/10/2019 .) 
  • ფილმის ჩვენება ერთობლივად და დისკუსია; (7/10/2019 .)  
  • ინფორმაციის მოძიება ინტერნეტსივრცეში, მოძიებული ინფორმაციის შენახვადახარისხება, დამუშავება ელექტრონულ ფორმატში; (8/10/2019 – 9/10/2019)
  •  ქუჩის გამოკითხვა (10/10/2019 – 11/10/2019)
  • სლაიდების  მომზადება პროგრამაში Powerpoint; (15/10/2019)
  • პროექტის პრეზენტაციის მოწყობა (18/10/2019 .)

შეფასების გეგმა/ინსტრუმენტები

პროექტის მსვლელობისას მოვახდენ დაკვირვებას მოსწავლეთა ჯგუფების მუშაობაზე, თითოეული მოსწავლის როლსა და მიღწეულ შედეგზე, რათა მონიტორინგი გავუწიო სამუშაოს მსვლელობას. საჭიროების შემთხვევაში მივცე მათ დროული და კონსტრუქციული უკუკავშირი. პროექტის დასასრულს მოხდება შეფასება პროექტის შეფასების რუბრიკით, რომელსაც ექნება განმავითარებელი ხასიათიშეფასდება თითოეული მოსწავლის ჩართულობა პროექტის მსვლელობაში და მოხდება მოსწავლეთა ჯგუფური მუშაობის თვითშეფასება კითხვარის გამოყენებით. თვითშეფასების კითხვარი მოსწავლეებს დაეხმარება შეძლონ  შეაფასონ თავიანთი როლი და შეტანილი წვლილი  პროექტზე მუშაობის  განმავლობაში. ეს მათ მომავალში პროექტზე მუშაობის დაგეგმვაში დაეხმარება. დადებითი და უარყოფითი მხარეების გამოვლენა კი მე, როგორც პროექტის ხელმძღვანელს, დამეხმარება მომავალში პროექტზე მუშაობის გაუმჯობესებაში. (შეფასების რუბრიკა დანართების სახით ახლავს გეგმას

რესურსი

ფოტოაპარატი, კომპიუტერი,პროექტორი, ინტერნეტი, პრონტერი, მოსწავლეების მიერ მომზადებული სლაიდები.

ადამიანური რესურსები: მშობლები, მოსწავლეები და საზოგადოება.

შედეგი

მოსწავლეები გაეცნობიან ბულინგის სახეებს, გაიაზრებენ კავშირებს ძალადობის გამომწვევ მიზეზებს, მოქმედებებსა და შედეგებს შორის. ჩამოუყალიბდებათ ემპათიის უნარი, გააცნობიერებენ იმ საშიშროებას, რაც შედეგად მოსდევს მოზარდებს შორის ძალადობის ფაქტებს და სასკოლო საზოგადოების როლს ეფექტური პრევენციული ღონისძიებების გატარებაში ბულინგის წინააღმდეგ.

 

   

 

 















დანართი 1

პროექტის  შეფასების რუბრიკა

კრიტერიუმები

კარგი

საშუალო

დაბალი

ჩართულია ეფექტურ კვლევაში ინფორმაციის შეგროვების და კითხვებზე პასუხის გაცემის მიზნით  

კვლევის უნარები განვითარებულიაშეგროვებული ინფორმაცია რელევანტურია.  

კვლევის უნარები სხვისი დახმარებით ვითარდება. ინფორმაცია გარკვეულწილად რელევანტურია  

კვლევის უნარები შეზღუდულია და ლაფსუსები ან ირელევანტური ინფორმაცია გაცნობიერებას ზღუდავს.   

ეფექტურად მართავს მასალებს და ასრულებს სამუშაოს, კარგად მუშაობს სხვებთან ერთად 

ახდენს დროისა და მასალების ორგანიზებას, აკმაყოფილებს პროექტის მნიშვნელოვან მოთხოვნებს, ეხმარება სხვებს, ამჟღავნებს ლიდერის თვისებებს, ხელს უწყობს თანასწორობას, პასუხისმგებლობას იღებს ჯგუფის მუშაობაზე.  

ახდენს  დროისა და მასალების ორგანიზებას სხვისი დახმარებით; წახალისების საფუძველზე მცირე წვლილი შეაქვს ჯგუფის მუშაობაში

უჭირს მასალების და/ან დროის მართვა, ძალიან პასიურად მონაწილეობს ჯგუფურ მუშაობაში

ჯგუფში თანამშრომლობა

ჯგუფის წევრები მაქსიმალურად თანამშრომლობენ ერთმანეთთან და მონაწილეობას ღებულობენ საერთო გადაწყვეტილების მიღებაში

ჯგუფის წევრები ნაწილობრივ თანამშრმლობენ ერთმანეთთან და ნაკლებად ერთვებიან  საერთო გადაწყვეტილების მიღებაში 

ჯგუფის წევრებს უჭირთ  ერთმანეთთან თანამშრომლობა

პრეზენტაცია 

პროექტის წარდგენამ ეფექტი მოახდინა აუდიტორიაზე

პროექტის წარდგენამ ნაწილობრივ მოახდინა ეფექტი აუდიტორიაზე

პროექტის წარდგენამ ვერავითარი გავლენა ვერ მოახდინა აუდიტორიაზე

                                      რეფლექსია-პროექტი "არა ბულინგს"

ხელმძღვანელი-ჟულიეტა სურმანიძე

             მე-3 კლასში  პროექტი  ფარგლებში განვახორციელეთ  პროექტი" არა ბულინგს".პროექტი დავგეგმეთ ჩვენი სასკოლო ცხოვრების საჭიროებებიდან გამომდინარე. პროექტის განხორციელება დავიწყეთ 04.10.2019 და დავასრულეთ 18.10 2019

წელს და პირველი რაც გავაკეთეთ, ეს იყო კვლევის ჩატარება ჩვენი სკოლის მოსწავლეებში (IV-XII კლასები). შევადგინეთ კითხვარები თემებზე:

1-„როგორ გექცევიან თანაკლასელები და თანასკოლელები“ ;

2- „როგორ ექცევი თანაკლასელებს და თანასკოლელებს“.

როდესაც კვლევა  შევაჯამეთ, აშკარად გამოიკვეთა, რომ სკოლაში ძირითადად ფიზიკური და სიტყვიერი ბულინგის მსუბუქ შემთხვევებს აქვს ადგილი. მთავარი ის არის, რომ რესპოდენტები ამას ბავშვურ ხუმრობად და ოინად აღიქვამენ და საერთოდ არ 

იციან, რომ ესეც ბულინგის ანუ ბავშვზე ძალადობის ერთერთი ფორმაა. ამიტომაც აუცილებელი გახდა მოსწავლეთა და მშობელთა ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა 

თემაზე „ბულინგი“. კლასი გავყავი ოთხ ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს დაევალა მოეპოვებინა თეორიული და ფოტო მასალა ბავშვზე ძალადობის შესახებ, სხვადასხვა კვლევების შესახებ და მოვამზადეთ პრეზენტაცია:„რა არის ბულინგი“,მოხდა ფილმის ჩვენება პრეზენტაციის შემდეგ   და გაიმართა დისკუსია. გავაკეთეთ საინფორმაციო ბუკლეტი მშობლებისათვის რომელშიც მოკლედ გავაცანით ინფორმაცია ბულინგის შესახებ.             .https://www.youtube.com/watch?v=cH9bNXcTKRE  მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია ,დაახარისხეს დაალაგეს შინაარსობრივად და ჩაატარეს ქუჩის გამოკითხვა .მოახდინეს მოგროვილი მასალის თავმოყრა პროგრამაში PowerPoint ,შექმნეს ბლოგი პროექტის პროდუქტების განსათავსებლად და დაამზადეს ბუკლეტი საზოგადოებაში გასავრცელებლად.ამ პროექტით მოსწავლეებს განუვითარდათ თანამშრომლობის,დაგეგმვის,ორგანიზების,კვლევის,კრიტიკული 

 და შემოქმედებითი აზროვნების უნარი.მოსწავლეებმა გაარკვიეს ბულინგის სახეები და როგორ შეიძლება მისი პრევენცია.

     პროექტის მსვლელობისას არ შექმნილა საჭიროება აქტივობების დამატების და გეგმის მოდიფიცირების.მომდევნო პროექტზე მუშაობისას გავითვალისწინებ: წინასწარ მივცემ „ბულინგზე“ფილმების ჩამონათვალს ,რათა სახლში უყურონ დამოიკიდებლად და დისკუსიის დროს არგუმენტებით გაამყარონ  თავიანთი მოსაზრებები.

 

No comments:

Post a Comment