გაკვეთილის გეგმა
1.
გაკვეთილის თემა
„ტყეში“
2.
სწავლების საფეხური და კლასი
დაწყებითი საფეხური
/ I I კლასი
3.
საგანი ქართული ენა
4.
მასწავლებლის სახელი, გვარი ჟულიეტა
სურმანიძე
5. მოსწავლეთა რაოდენობა - 12
6. განსაკუთრებული მიდგომების საჭიროებების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი - 0
6.
გაკვეთილის მიზანი:
v შემოდგომის ბუნებაზე დაკვირვება და აღწერა.
v ტყისა და მისი მნიშვნელობის გაცნობა
v ზეპირი და წერითი მეტყველების განვითარება.
v ტექსტში თხრობითსა და კითხვით წინადადებებზე დაკვირვება.
7.
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
ქართ. II.4. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის გაშიფვრა.
თავისუფლად ამოიცნობს ნაცნობ სიტყვებს.
დამარცვლით კითხულობს უცნობ სიტყვებს.
ხმამაღლა კითხულობს მარტივი წინადადებით შედგენილ მცირე ზომის ტექსტს, ცდილობს დაიცვას პაუზა სასვენ ნიშნებთან.
აგრძელებს სხვის მიერ დაწყებულ კითხვას.
ქართ. II.5 მოსწავლეს შეუძლია სხსხ სახის პროგრამული ტექსტების სტრუქტურული მახასიათებლის ამოცნობა და მათზე დაყრდნობით ინფორმაციის მიღება.
ასახელებს ან მიუთითებს ტექსტის რომელ ნაწილში უნდა ეძებოს კონკრეტული ინფორმაცია.
ისტ. 1.1. მოსწავლე ფლობს ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ ძირითად ცნებებსა და ოპერაციებს.
ახდენს ციფრული მოწყობილობების დანიშნულებისა და მათი მოქმედების ძირითადი პრინციპების გაგების დემონსტრირებას(კომპიუტერის ჩართვა, გადატვირთვა, გამორთვა.)
8.
თანმიმდევრობა (აქტივობა და დრო)
1.აქტივობა
- განვლილი მასალის გამეორება. 5 წთ
კლასის წინაშე დავსვამ ფაქტებზე ორიენტირებულ ( I დონის) კითხვებს,
მოსწავლეები პასუხს სახელმძღვანელოში ამოიკითხავენ, ეს იქნება გამოკრებითი კითხვები:
ა) სად წაიყვანა დედამ მარინე და ზურიკო?
ბ) როგორაა აღწერილი შემოდგომის ტყე?
გ) რამ დააინტერესა ზურიკო?.... მარინე?
2.აქტივობა
– ტექსტის გამომეტყველებით კითხვა. 15 წთ.
მოსწავლეები გამომეტყველებით კითხულობენ ტექსტს. შეიძლება გამოვიყენო გაგრძელებითი კითხვა
3.აქტივობა
– ახსნილის განმტკიცება. 15 წთ
მოსწავლეებს დავუსვამ ანალიზზე,
სინთეზზე და გაგებაზე ორიენტირებულ კითხვებს;
რა მოეწონა ზურიკოს?
რამ გააოცა მარინე?
როგორაა აღწერილი შემოდგომის ტყე?
როგორ მცენარეებს ეწოდება მარადმწვანე?
რომელ წიწვოვან მცენარეს იცნობ?
რა გსმენია ტყის შესახებ?
მოსწავლეები ტექსტის შინაარს გადმოსცემენ კითხვებზე პასუხუხებით.
4. აქტივობა - ენობრივ მასალაზე დაკვირვება. 5 წთ
1. მოსწავლეებს ვამუშავებ ლექსიკაზე: მივიღებთ ახალ სიტყვებს:
ნაძვი
- ნაძვნარი
ფიჭვი - ფიჭვნარი
წაბლი - წაბლნარი
მუხა -
მუხნარი
2.
ფრაზეოლოგიური მუშაობა: მნიშვნელობით შესაფერისი სიტყვების ერთმანეთთან დაკავშირება. მე-4 დავალება რვეულიდან. (სახლში)
5. აქტივობა - ჯგუფური მუშაობა - 5წთ
მოსწავლეებს გავყოფ ორ ჯგუფად, თითოეული ჯგუფი იმუშავებს კითხვაზე „რა გსმენია ტყის შესახებ?“. გააკეთებენ პრეზენტაციას.
9.
შეფასება
ამ გაკვეთილზე გამოყენებულია განმავითარებელი შეფასება.
მოსწავლეების წარმატებას დავადგენ ბავშვის გაკვეთილზე ჩართულობის შედეგად.
10.
საკლასო მენეჯმენტი _
საგანმანათლებლო რესურსები ტექნიკა და ინსტრუმენტები -ქართულის წიგნი, მოსწავლის რვეული,საწერკალამი, დაფა, ცარცი, კომპიუტერი.
ჟ.სურმანიძე
24.10.2021 წ.
შეფასების რუბრიკა
შეფასების კრიტერიუმი
|
დაბალი |
საშუალო |
მაღალი |
გაკვეთილზე ჩართულობა
|
არ არის სასწავლო პროცესში ჩართული. |
ვერ ახერხებს ყველა აქტივობაში ჩართვას. |
მაქსიმალურადაა ჩართული საგაკვეთილო მუშაობაში.
|
ჯგუფური მუშაობა
|
ყველა წევრი არ არის ჩართული. კამათობენ. არ უსმენენ
ერთმანეთს და არის ხმაური. არ იზიარებენ ერთმანეთის აზრს. |
უმრავლესობა ჩართულია, ხმაურობენ, ნაკლებად იზიარებენ
ერთმანეთის აზრს. |
ყველა მოსწავლე ჩართულია. უსმენენ ერთმანეთს და იზიარებენ
ერთმანეთის აზრს. |
პრეზენტაციის უნარი
|
ცდილობს წარმოადგინოს ნამუშევარი, თუმცა სათანადოდ
ვერ ახერხებს. |
შეუძლია ნამუშევრის წარდგენა. თუცა ვერ ახერხებს ყველა
კითხვაზე პასუცის გაცემას. |
აქვს პრეზენტაციის უნარი: არგუმენტირებული პასუხები კიითხვებზე. |
რეფლექსი
2021 წლის 24 ოქტომბერს ჩავატარე გაკვეთილი თემაზე:
„ტყეში“.მიზნები შეესაბამებოდა გაკვეთილის თემას. მოსწავლეები უნდა დაკვიევებოდნენ
და აღეწერათშემოდგომის ბუნება. გაცნობოდნენ ტყესა და
მის მნიშვნელობას. გაკვეთილზე უნდა მომხდარიყო
ზეპირი და წერითი მეტყველების განვითარება. ტექსტში თხრობითსა და
კითხვით წინადადებებზე დაკვირვება.
გაკვეთილზე გამოვიყენე შემდეგი აქტივობები: წინარე ცოდნის
გააქტიურების მიზნით კლასის წინაშე დავსვი ფაქტებზე ორიენტირებული ( I დონის) კითხვები. მოსწავლეებმა პასუხები სახელმძღვანელოში ამოიკითხეს, ეს იყო გამოკრებითი კითხვები: ა) სად
წაიყვანა
დედამ
მარინე
და
ზურიკო? ბ) როგორაა
აღწერილი
შემოდგომის
ტყე? გ) რამ
დააინტერესა
ზურიკო?.... მარინე?
ტექსტის უკეთ გააზრების მიზნით მოსწავლეებმა გამომეტყველებითი
ხერხით წაიკითხეს ტექსტი. გამოვიყენე გაგრძელებითი კითხვა. ახსნილი მასალის განმტკიცების მიზნით მოსწავლეებს დავუსვი გაგებაზე, ანალიზზე, და სინთეზზე ორიენტირებული კითხვები; რა მოეწონა ზურიკოს? რამ გააოცა მარინე? როგორაა აღწერილი შემოდგომის ტყე? როგორ მცენარეებს ეწოდება მარადმწვანე? რომელ წიწვოვან მცენარეს იცნობ? რა გსმენია ტყის შესახებ? მოსწავლეებმა ტექსტის შინაარსი გადმოსცეს კითხვებზე პასუხუხებით. საინტერესო
იყო აქტივობა - ენობრივ მასალაზე დაკვირვება და მუშაობა, როდესაც მოსწავლეები
ვამუშავე
ლექსიკაზე
დ ა
მივიღეთ
ახალ
სიტყვები. გაკვეთილის მომდევნო ეტაპი დავუთმე ჯგუფურ
მუშაობას. მოსწავლეები გავყავი ორ ჯგუფად, თითოეულმა ჯგუფმა იმუშავა კითხვაზე „რა გსმენია ტყის შესახებ?“. მუშაობის დასრულების შემდეგ მოახდინეს ნამუშევრების
პრეზენტაცია.
გაკვეთილის ბოლოს გავაკეთე საერთო საკლასო განმავითარებელი
შეფასება. ასევე შევაფასე გაკვეთილზე მოსწავლეთა ჩართულობა და ჯგუფური მუშაობა.
ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ყველა მოსწავლე ჩართული
მყავდა საგაკვეთილო პროცესში.
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებმა შეაფასეს გაკვეთილი და
გამოთქვეს საკუთარი აზრი .
გაკვეთილის მსვლელობისას გეგმა არ შემიცვლია.
შემიძლია ვთქვა, რომ მე
და ჩემს მოსწავლეებს სამომავლოდაც მეტის გაკეთება შგვიძლია.
ჟ.სურმანიძე
No comments:
Post a Comment