Friday, December 9, 2022

მკითხველთა კლუბი "გვირილა"

                 სკოლა: სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურის N1 საჯარო სკოლა

 დაწყებითი კლასების  მასწავლებელი : ჟულიეტა სურმანიძე

ელექტრონული ფოსტა: julietasurmanidze@gmail.com

 

მკითხველთა  კლუბი „ გვირილა“

2021-2022 სასწავლო წელი

2 ოქტომბრიდან - 05 ივნისამდე

მკითხველთა კლუბ ,,გვირილას’’ კონცეფცია

მისია:  წიგნიერი, მაღალესთეტიკური, გემოვნებიანი, მოტივირებული, კრეატიული და შემოქმედებითი ახალგაზრდის აღზრდა.

 

მიზანი:  მხატვრული კითხვით დაინტერესებული მოსწავლეების მოზიდვა-გაერთიანება, ესთეტიკური თვალსაზრისით მათი თვალსაწიერის გაფართოება და მათი შემოქმედებითი ნიჭის მაქსიმალური გამოვლენა- რეალიზება. ქართული პოეზიისა და პროზის ცოდნის გაღრმავება.

 

ამოცანები:

1)      წრის თითოეულმა წევრმა პატივი სცეს საერთო ვალდებულებებს.

2)       ითანამშრომლონ საერთო მიზნის მისაღწევად.

3)      მოსწავლეებისათვის საერთო ინტერესებიდან გამომდინარე მხატვრული და გამომეტყველებითი კითხვის განათლების მიცემა.

4)      ბავშვებისათვის უსაფრთხო, კარგად ორგანიზებული, სახალისო, შემეცნებითი და საინტერესო გარემოს შექმნა.

5)      საწრეო მუშაობის პროცესში მასტიმულირებელი ბერკეტების მოძიება, რაც გამოიხატება მოზარდის სხვადასხვა ფორმით წახალისებაში.

6)      სწორი გააზრებული კითხვის ტექნიკის გამომუშავება.

7)      მოსწავლემ შეძლოს წრეში მიღებული ცოდნისა და გამოცდილების პრაქტიკაში გადატანა: საგაკვეთილო პროცესში, სასკოლო  და საკლასო ღონისძიებებში, სკოლის გარეთ კულტურულ, გასართობ საბავშვო პროგრამებში.

8)      მოსწავლისათვის მხატვრული და გამომეტყველებითი კითხვის აღქმის ხელშეწყობა და მისი კარგ ორატორად და მსმენელად  ჩამოყალიბება.

 

შედეგი:  მოზარდებს ჩამოუყალიბდეთ და განუვითარდეთ ორგანიზაციური, კომუნიკაციის, გუნდური მუშაობის, კრეატიული აზროვნების, თავდაჯერებულობის, ექსპრესიული, შემოქმედებითი და  დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მოღების უნარი.

 

სამიზნე ჯგუფი:    II ,   III ,   და   IV კლასები

მოსწავლეთა რაოდენობა:  მინიმუმ -15;  მაქსიმუმ - 25;

 

კალენდარი:

წრის შეხვედრა მოეწყობა კვირაში ერთხელ, ხუთშაბათობით, სულ სემესტრის განმავლობაში 13  შეხვედრა,  02 ოქტომბრიდან - 27 დეკემბრამდე. პირველი სემესტრი და 18 იანვრიდან 05 ივნისამდე მეორე სემესტრი

შეხვედრა გაგრძელდება ერთი საათი.

შეხვედრა დაიწყება:  14: 00 სთ

 

 

 

 

კლუბის მუშაობის პროგრამა                        პირველი სემესტრი

2021-2022 სასწავლო წელი

შეხვედრა

შესასრულებელი საკითხები

აღწერა

1

წრის შეკრება და წევრების გაცნობა

შეიკრიბონ დანიშნულ დროსა და ადგილას.  წარადგინონ საკუთარი თავი „მიკროფონის“ გამოყენებით. (აქტივობა რომ გაუმარტივდეთ და მოეხსნათ კომპლექსები,  დაფაზე გავაკრავ წინასწარ ჩამოწერილ  რამდენიმე  მარტივ კითხვას.) 

2

წრეში გაერთიანების მიზნების გარკვევა.

 

 

 

 

 

 

 

 

 საუბარი- რას ნიშნავს  გამომეტყველებითი და მხატვრული კითხვიის წრე.

ფერად ფურცლებზე დაწერონ : რატომ მოვიდა წრეში ?

რას ველოდები  წრეში მუშაობისგან?  ამ ფერადი  ფურცლებით „შეფოთლავენ“ მოლოდინის ხეს და წავიკითხავთ თითოელის ნაწერს.

წრის სახელწოდების, ლოგოს, facebook გვერდის შექმნა.

ჯგუფური მუშაობა_ ისაუბრონ რა სახელწოდება უნდათ და რატომ.

ჯგუფური მუშაობა_ იმუშაონ ლოგოზე

 

ინფორმატიკის კაბინეთში მუშაობა , შექმნან facebook გვერდი

3

საუბარი ლიტერატურაზე.

ამ თემაზე მათში არსებული ცოდნის გამოვლენა.

ვიცი, მინდა ვიცოდე, გავიგე _ ცხრილის შევსება,  (ბოლო გრაფას  ვტოვებთ სეუვსებელს და ვავსებთ ყოველი შეხვედრის შემდეგ, როცა ახალს გაიგებენ ხელოვნების ამ დარგის ირცვლივ.) ცხრილს ვაკრავთ კედელზე.

4

საყვარელი პოეტის ან მწერლის წარმოჩენა

წინასწარ მოვამზადო PowerPoint -  ში და ვაჩვენო, ვინ არის ჩემი საყვარელი მსახიობი, რომელი როლები მომწონს დაასე შემდეგ . შესაძლოა თავადაც გაუჩნდეთ იდეა მსგავსად მოამზადონ პრეზენტაცია შემდეგი შეხვედრისათვის.  ისაუბრონ რომელი პოეტი ან მწერალი მოსწონთ.

5

საყვარელი პოეტის ან მწერლის წარმოჩენა

საუბარი: რომელი პოეტი ან მწერალი მოსწონთ. შესაძლოა წარმოადგინონ პრეზენტაცია, ან მოიტანონ სურათი, ან ვიდეო მასალა.( მსგავს მითითრებას მივცემ წინა შეხვედრაზე, დავალება იქნება ნებაყოფილებითი) საუბარი მწერალსა და საზოგადო მოღვაწეზე - მუხრან მაჭავარიანი. მისი ლექსების წაკითხვა და განხილვა.

6

საყვარელი პოეტის ან მწერლის წარმოჩენა

საუბარი: ლიტერატურაზე. სასაუბროდ მოვიწვევთ ქართული ენის მასწავლებელს. ლექსიკონზე მუშაობა_  (ჩამოვწერ  და და ერთ ყუთში ჩავყარი   სიტყვები რომლებიც ლიტერატურას უკავშირდება, ისინი ამოიღებენ ამ სიტყვებს რიგრიგობით და თან ვისაუბრებთ.) ხდება მოძიებული ინფორმაციის  ურთიერთ გაცვლა.

7

სტუმრად სკოლის ბიბლიოთეკაში

გაუწიო მონიტორინგი: როგორ უსმენენ, როგორ უკრავენ ტაშს, ესალმებიან პატარა დეკლამატორებს, როგორ გამოხატავენ ოვაციებს.  (შემდეგ შეხვედრაზე მივცე მითითებები)

8

რევაზ ინანიშვილის ,,ბედნიერების’’განხილვა

 დიალოგი, რა მოეწონათ. დაასკვნიან რა ანიჭებს ადამიანს ბედნიერებას? (სავრაუდოდ, როცა სხვას აბედნიერებს)

9

წრის სამუშაო წესდების შემუშავება

მოზარდები თავად ჩამოაყალიბებენ იმ წესებს, რომლითაც უნდა იმუშაოს წრემ

10

სხვადასხვა მსახიობის მიერ წაკითხული ლექსის ან ნაწარმოების მოსმენა

ისმენენ და აფასებენ ჩემს მიერ მიწოდებულ ვიდეოებს.

შევთავაზო თუ ექნებათ სურვილი თავადაც მოიძიონ მსგავსი ვიდეო და წარმოადგინონ.

11

მათი ასაკის მოსწავლეთა მიერ წაკითხული ნაწარმოების მოსმენა.(ვიდეო მასალა)

მოისმინონ მათი მოტანილი მასალები,

მოისმინონ მათი ასაკის მოსწავლეთა მიერ წაკითხული ნაწარმოები.-(ვიდეო მასალა)

12

საყვარელი ნაწარმოების ან ლექსის კითხვა.

ინტერნეტში შეარჩიონ  და უყურონ  სპექტაკლს და შთაბეჭდილებები გაუზიარონ კლუბის წევრებს.

13

ნაწარმოების შერჩევა წარმოდგენისათვის.

ისევ ბიბლიოთეკაში შეარჩიონ ნაწარმოები რომელსაც წაიკითხავენ და წარმოადგენენ.

 

 

 

 

                       კლუბის მუშაობის პროგრამა          მეორე სემესტრი

2021-2022 სასწავლო წელი

შეხვედრა

შესასრულებელი საკითხები

აღწერა

1

შერჩეული ნაწარმოების კითხვა

ნოდარ დუმბაძის ,,მე, ბებია, ილიკო და ილარიონის’’.

მხარვტული კითხვა, კითხვის გაგრძელებით.

2

შერჩეული ნაწარმოების კითხვა

ეკატერინე გაბაშვილის ,,მაგდანას ლურჯა’’.

მხარვტული კითხვა,

3

შერჩეული ნაწარმოების კითხვა მურმან ლებანიძის ლექსიის ,,ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო’’.

მხარვტული კითხვა,

4

როლური თამაში

 ჯგუფური მუშაობა_  წაკითხული ნაწარმოების დანაწევრება ჯგუფებისათვის, მათ უნდა წაიკითხონ ის ნაწილი რაც შეხვდათ, გაანაწილონ როლები და ისე წაიკითხონ.

5

წაკითხული ნაწარმოების სცენად ქცევა.

წაკითხულ ნაწარმოებს  სცენად    აქცევენ.

 

 

6

წაკითხული ნაწარმოების სცენად ქცევა.

როლების განაწილება.

 

 

7

მზადება წარმოდგენისათვის

ნაწარმოების კითხვა როლებში

 

8

მზადება წარმოდგენისათვის

ანონსისა და აფშის მომზადება.

 

9

მზადება წარმოდგენისათვის

დეკორაციის მომზადება

 

 

10

მზადება წარმოდგენისათვის

ნაწარმოების კითხვა როლებში, რეპეტიცია,   დეკორაციის მომზადება.  მოსაწვევების დამზადება.

11

მზადება წარმოდგენისათვის

სცენის მოწყობა, რეპეტიცია, მოსაწვევების დარიგება.

12

მზადება წარმოდგენისათვის

ლიტერატურული წარმოდგენის პრეზენტაციის წარსადგენად სკოლის სააქტო დარბაზში გენერალური რეპეტიცია

13

წარმოდგენის გამართვა

ლიტერატურული წარმოდგენის პრეზენტაცია სკოლის სააქტო დარბაზში

14

წარმოდგენის გამართვა

ლიტერატურული წარმოდგენის პრეზენტაცია სკოლის სააქტო დარბაზში

15

წარმოდგენის გამართვა

ლიტერატურული წარმოდგენის პრეზენტაცია სკოლის სააქტო დარბაზში

16

წარმოდგენის გამართვა

ლიტერატურული წარმოდგენის პრეზენტაცია სკოლის სააქტო დარბაზში

17

სტუმრად  ბათუმის თოჯინების თეატრში

თეატრის დათვალიერება, შეხვადრა ცნობილ მსახიობებთან.  შესაძლებლობის შემთხვევაში რეპეტიციაზე დასწრება.

18

წრის მუშაობის შეჯამება.

მუშაობის დასაწყისში შექმნილი _„ვიცი, მინდა ვიცოდე, გავიგე“, ცხრილის დასრულება და  ანალიზი.

19

წრის მუშაობის შეჯამება.

 

 

ლიტერატურული წარმოდგენის პრეზენტაცია

სხვასკოლის მხატვრული კითხვის წრის მოსწავლეების მოწვევა.

 

 

 




 


No comments:

Post a Comment